„რეალი“ მბაპეს ტრანსფერში მცველის ჩართვას აპირებს?
კილიან მბაპე მადრიდის „რეალის“ მთავარი სამიზნე იქნება ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე.
ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლებელია, სამეფო კლუბმა ახალგაზრდა შემტევის სანაცვლოდ, თანხასთან ერთად, ვარანიც შესთავაზოს პარიზულ გრანდს. ფრანგ მცველს 2022 წლის ზაფხულში ეწურება მოქმედი კონტრაქტი და დიდი ალბათობით, მხარეები მის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით არც აპირებენ მსჯელობას. ამ მომენტისათვის, მისი სატრანსფერო ღირებულებას 80 მილიონი ევროს ფარგლებში მერყეობს. შესაბამისად, მადრიდში ფიქრობენ, რომ მბაპეს ტრანსფერში მისი ჩართვა საკმაოდ სარფიან წინადადებას წაროადგენს.
ვარანის შესაძლებლობებით პრემიერ ლიგის კლუბებიც არიან დაინტერესებული. ის უკვე 10 წლის განმავლობაში იცავს „რეალის“ ღირსებას.
AS
- 28 აპრილი 2021
- 1 221
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.