მარსელო „ჩელსისთან“ განმეორებით მატჩს გამოტოვებს?

დიდი ალბათობით, ბრაზილიელ მცველს „ჩელსისთან“ განმეორებითი მატჩის გამოტოვება მოუწევს.

„ელ მუნდოს“ ინფორმაციით, 4 მაისს, მადრიდში ანსამბლეის არჩევნები ტარდება, სადაც მარსელო დამკვირვებლის რანგშია მიწვეული, ხოლო ლონდონელებთან დაპირისპირება კი 5 მაისსაა ჩანიშნული. შესაბამისად, სამრეთ ამერიკელი განაპირა მცველი გუნდს ვერ გაჰყვება ინგლისის დედაქალაქში.

ამ მომენტისათვის, კლუბის წარმომადგენლები ცდილობენ ყველაფრის გაკეთებას, რათა ფეხბურთელმა თავი აარიდოს არჩევნებს და მნიშვნელოვან დაპირისპირებას მწვრთნელის განკარგულებაში შეხვდეს, თუმცა ჯერ-ჯერობით ამაოდ.

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს, „ლევანტეს“ მეკარე აიტორ ფერნანდესი აღმოჩნდა მსგავს სიტუაციაში. მაშინ, კლუბმა მიაღწია შეთანხმებას სამთავრობო უწყებებთან და კარის დარაჯიც „ატლეტიკოსთან“ შეხვედრაში გაისარჯა.



1

28 აპრილი 2021 19:11

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 929
და რო ითამაშა გუშინ რამე გააკეთაა?? სირბილითაც ვეღარ დარბის, უკან ჩამოსვლა ეზარება, ერთ მიჯახებაზე ძირს არის გაშხლართული. ძველი მარსელოსგან აჩრდილია დარჩენილი. იმედია მენდი დაბრუნდება. ფლანგები გუშინ მკვდარი იყო, პლიუს ნახევარდაცვა, მაგათ ესეთ ცუდ თამაშს არ ველოდი და კი აისახა შედეგზე ეს ყველაფერი

2

28 აპრილი 2021 19:14

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
მენდი დაბრუნდება და ან იქნება ისიც ფორმაში ან არა კარვახალივით :))))

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 23
2 მურიქი 16
3 ფერან ტორესი 12
4 ბუდიმირი 12

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

თებერვალი 2026 (254)
იანვარი 2026 (279)
დეკემბერი 2025 (221)
ნოემბერი 2025 (214)
ოქტომბერი 2025 (263)
სექტემბერი 2025 (266)