ბენზემამ რონალდუს სიცარიელე შეავსო

სეზონის დასრულებამდე 1 თვით ადრე, მადრიდის „რეალი“ ორივე ტურნირის მოგების შანსს ინარჩუნებს, რაშიც ლომის წვლილი მიუძღვის კარიმ ბენზემას.

ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში ფრანგმა თავდამსხმელმა მარცხისგან იხსნა გუნდი. „ჩელსის“ კარის ბადეში გახვეული გოლი კი, მისთვის 71-ე გამოდგა აღნიშნულ ჩემპიონატზე. კარიმი ლეგენდარულ რაულს გაუთანაბრდა და ახლა უკვე ტურნირის ყველა დროის საუკეთესო მეგოოლეთა რიგებში, მხოლოდ რონალდუს (134 გოლი), მესისა (120) და ლევანდოვსკის (73) ჩამორჩება.

უშუალოდ მიმდინარე სეზონში ბენზემას ანგარიშზე (ყველა ტურნირზე) 28 ზუსტი დარტყმა ირიცხება. „ცხრიანს“ დიდებული შანსი აქვს, რომ კარიერაში ყველაზე შედეგიანი სეზონი გამოაცხოს, ამისთვის 5 გოლიღა აკლია.

ესპანეთში უკვე ფიქრობენ, რომ ბენზემამ „რეალში“ რონალდუს წასვლით გამოწვეული სიცარიელე ამოავსო. პორტუგალიელზეც სწორედ იმგვარად იყო ჩამოკიდებული გუნდი, როგორც ახლა კარიმზეა.

MARCA

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 31
2 ლევანდოვსკი 27
3 ბუდიმირი 21
4 სორლოტი 20

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ივლისი 2025 (81)
ივნისი 2025 (372)
მაისი 2025 (359)
აპრილი 2025 (321)
მარტი 2025 (314)
თებერვალი 2025 (329)