მილიტაომ კვლავ გაიბრწყინა - რას გადაწყვეტს ზიდანი?
ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის პირველი ნახევარფინალური დაპირისპირება, „რეალსა“ და „ჩელსის“ (1-1) შორის, საკმაოდ მძიმე და დაძაბული გამოდგა.
ის, რომ სამეფო კლუბი კვლავ ინარჩუნებს ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ფინალური მატჩის საგზურის მოპოვების შანსს, ლომის წვლილი მიუძღვის კურტუასა და დაცვით ხაზის წარმომადგენლებს, განსაკუთრებით კი ედერ მილიტაოს, რომელმაც მორიგი ბრწყინვალე ასპარეზობა შემოგვთავაზა. 23 წლის მოთამაშე საიმედოდ გამოიყურებოდა „ალფრედო დი სტეფანოზე,“ მან მეტოქის არა ერთი იერიში გაანეიტრალა და მეტიც, საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში.
ჯერ კიდევ 1 თვის წინ, როდესაც ბრაზილიელი მცველი „სელტასთან“ შეხვედრაში სათადარიგო სკამს ამაგრებდა, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მსგავსი სცენარით განვითარდებოდა მოვლენები. მას შემდეგ, ედერმა მიჯრით 8 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და შეიძლება ითქვას, გუნდის ბოლოდროინდელი წარმატების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედია.
გამომდინარე იქედან, რომ მწვანე მინდორს დაუბრუნდა ვარანი და რამდენიმე დღეში იგივეს გააკეთებს რამოსიც, ზინედინ ზიდანი დილემის წინაშე აღმოჩნდება. საინტერესოა, როდესაც ყველა ფეხბურთელი მწყობრში ჩადგება, მოიძებნება თუ არა ადგილი სასტარტო შემადგენლობაში მილიტაოსთვის, რომელიც, ამ მომენტისათვის, თავის კოლეგებთან შედარებთ, ბევრად კარგ და ხარისხიან ფეხბურთს თამაშობს.
MARCA
- 28 აპრილი 2021
- 983
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.