ზიდანი:„ეს არ იყო „რეალის“ საუკეთესო თამაში“
ზინედინ ზიდანმა „ჩელსისთან“ მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.
„„ჩელსიმ“ შესანიშნავი ფეხბურთი ითამაშა და ძალიან სწრაფ ტემპში გვიწევდა. პირველ ნახევარში აშკარად გვეტყობოდა, რომ მეტოქის შეტევებს ვერ ვიგერიებდით, მაგრამ მეორე ნახევარში ბევრი რამ შეიცვალა.“
„ეს არ იყო „რეალის“ საუკეთესო ვერსია და აქვე გაძლევთ პირობას, რომ „არისტოკრატების“ წინააღმდეგ ლონდონში უფრო ძლიერი „ბლანკოსი“ გავა მოედანზე.“
„თუ მოთამაშეებს დასვენების საშუალება არ მიეცემათ, გადატვირთვის გამო ყველა მატჩს ჩავაგდებთ. როტაციას ვაპირებ და ეს სწორი ნაბიჯი იქნება, ვინაიდან ფეხბურთელები არნახულ დატვირთვებს უძლებენ.“
„კარიმ ბენზემასგან არაფერი მიკვირს, რადგან ექსტრა კლასის ფორვარდია. „9“-იანის სიტუაციის გამწვავება ნებისმიერ დროს შეუძლია. დასანანია, რომ შორეული დარტყმის შედეგად გოლი ვერ გაიტანა და ძელი ვიხილეთ, თუმცა მისი გოლი ძალიან ეფექტური იყო.“
„ლონდოენელები ბევრ გოლს არ უშვებენ. ტუხელის მმართველობის პირობებში „არისტოკრატების“ დაცვა მართლაც მოწოდების სიმაღლეზე დგას, მაგრამ ჩვენ ფინალში გასვლა გვსურს და მეტოქის ძლიერ წერტილებზე ფიქრს არ ვაპირებთ. „რეალი“ ინგლისში შემტევ და ლაღ ფეხბურთს ითამაშებს, რაც ფინალის საგზურის საწინდარი იქნება.“
„გასახდელში სერიოზული საუბარი მქონდა. ვფიქრობდი, რომ თამაშში გარდატეხის შეტანა იყო საჭირო. ფეხბურთელებმა ბევრი რამ გაითვალისწინეს და მეორე ნახევარში უფრო დალაგებულად გამოვედით. მატჩის შემდეგ ყველა ფეხბურთელს ვუთხარი, რომ განმეორებით დაპირისპირებაში მეტი შემართება გვმართებს, ვინაიდან შედეგიანი თამაშის დაფიქსირება მოგვიწევს.“
„სერხიო რამოსის დაბრუნებას მოუთმენლად ველი, ვინაიდან კაპიტანის როლი ძალიან დიდია. ესპანელი გუნდს ეხმარება, როგორც ფიზიკურად, ასევე მენტალურად. მას ჯერ კიდევ არ უვარჯიშია სრულფასოვნად, მაგრამ მომდევნო დღეებში სიახლეებს ველი.“
- 28 აპრილი 2021
- 6 922
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.