აგენტი: „აზარმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღო“
ჯონ ბიკომ, რომელიც 2013 წლამდე ედენ აზარის საფეხბურთო აგენტი გახლდათ, საინტერესო კომენტარი გააკეთა.
„ვფიქრობ, ბელგიელმა ფეხბურთელმა შეცდომა დაუშვა, როდესაც „რეალში“ გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო. ეს იყო მისი ბავშვობის ოცნება, რომელსაც რეალური მიზეზი არ გააჩნდა.“
„ჩემი აზრით, აზარი სულ მცირე ერთი წლით ადრე უნდა გადაბარგებულიყო მადრიდში. რონალდუს შემდეგ „რეალის“ მაისურის მორგება, ესე იგივეა, რომ ჰიმალაიზე შიშველი ხელებით ახვიდე.“
„ადამიანები ვერ აანალიზებენ აღნიშნული კლუბის მასშტაბებს. „რეალი“ საკმაოდ მომთხოვნია ფიზიკური კონდიციების მიმართ. იქ ძალიან მაღალი ტემპი და ინტენსიურობაა.“
„ვგონებ, ედენი „ბარსელონას“ უფრო შეეფერება, ვიდრე „რეალს.“ მას სწორედ კატალონიისკენ უნდა აეღო გეზი, სადაც ბურთი ფეხბურთელებზე სწრაფად მოძრაობს. „ნოუ კამპზე“ მას ექნებოდა მეტი თავისუფლება და ბურთი ფეხებში. „ბარსელონას“ რიგებში აზარი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად ჩამოყალიბდებოდა.“
MARCA
- 27 აპრილი 2021
- 1 773
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.