კურტუა:,,ჩელსი მადრიდში სოლიდური ანგარიშით უნდა დავამარცხოთ"

ტიბო კურტუამ „რეალის“ ოფიციალურ ვებ-გვერდს ინტერვიუ მისცა და ბევრი საკითხი მიმოიხილა, მათ შორის „ჩელსის“ წინააღმდეგ ნახევარფინალური მატჩები....

„როდესაც „ჩელსიში“ ვთამაშობდი, თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობდი, მაგრამ „რეალის“ პირველივე ზარიდან მსურს მადრიდში გადასვლა. „მერენგების“ ღირსების დაცვა ჩემი ბავშვობის ოცნება იყო, რომლის ახდენაც შევძელი, ახლა კი ჩემი ოცნება ამ გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა და გამარჯვებაა.“

„თავს განსაკუთრებით კარგად ვგრძნობ, რადგან მსოფლიოს საუკეთესო გუნდში ვირიცხები, ეს ჩემთვის საოცარი ბედნიერებაა და მსურს, რომ წლების მანძილზე ამ კლუბის ღირსება დავიცვა.“

„ფეხბურთელმა საკუთარი თავის რწმენა არასდროს უნდა დაკარგოს. როდესაც „რეალში“ მოვედი, ვიცოდი, რომ დიდი გამოწვევების მიღება მომიწევდა. პირველი სეზონი საკმაოდ რთული იყო და კრიტიკაც შემხვდა, მაგრამ ამ ყველაფერმა უფრო გამაძლიერა და თავდაჯერებული გამხადა. ვფიქრობ, გუნდში ფეხის მოკიდება მოვახერხე და სასარგებლო საქმის გაკეთება შემიძლია.“

„2020 წლის გაზაფხულიდან მოყოლებული მოედნებზე ყველაფერი შეიცვალა. ჩვენ ვეღარ ვგრძნობთ იმ ადრენალინს, რომელიც გულშემატკივრების ტრიბუნებზე ყოფნის დროს იყო, თუმცა ახლა ვერაფერს შევცვლით და სხვა რეალობას ვეგუებით. რა თქმა უნდა გვენატრება ქომაგები და გვჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება.“

„ძალიან მიყვარს გამარჯვება და ნებისმიერი წარუმატებელი მატჩის შემდეგ მენტალური გადაწყობა მიწევს, თუმცა თავს ძლიერ ადამიანად მივიჩნევ და მგონია, რომ დაბრკოლებების გადალახვა შემიძლია. ჩემთვის მსოფლიოს საუკეთესო კლუბის კარის დარაჯობა საპატიო სტატუსია, ამიტომ მუდმივად განვითარებაზე ვფიქრობ. ფეხით თამაში ჩემი საუკეთესო თვისება არასდროს ყოფილა, მაგრამ ვთვლი, რომ ბოლო დროს ამ კომპონენტში მნიშვნელოვნად პროგრესს მივაღწიე და სიმშვიდის საფუძველი მაქვს.“

„კარგად მახსოვს ოლივერ კანი, ჩილავერტი, ჯიჯი ბუფონის საოცრებები და ასე შემდეგ. „რეალში“ იკერ კასილიასის კულტია, ლეგენდარულმა მეკარემ საოცარი ეპოქა შექმნა. კარგად მახსოვს პირველი ნაბიჯები, რომელსაც იკერი სამეფო კლუბში დგამდა. ჩემი ოთახი მისი პოსტერებით იყო სავსე. დღეს მისი ადგილი სწორედ მე დავიკავე, რაც დამატებითი მოტივაციაა.“

„11 წლის ასაკში პოზიციის შეცვლა მოვინდომე და კარში დგომა აღარ მსურდა. ზოგადად, ბავშვობაში მსგავსი რამ ხშირად ხდება ხოლმე, თუმცა მალევე წავედი „გენკის“ ასაკობრივ გუნდში, სადაც დამარწმუნეს, რომ ჩემთვის საუკეთესო პოზიცია მეკარეობა იყო. დღევანდელ დღეს ბედნიერი ვარ, რომ ასეთი გადაწყვეტილება მივიღე.“

„ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში ყოფნა ძალიან სასიხარულოა, მაგრამ ზიდანი მუდმივად გვეუბნება, რომ ოთხეულში მოხვედრა გადამწყვეტი არ არის. მთავარი ყოველთვის ის შედეგია, რომლითაც ტურნირი მთავრდება. ჩვენ ვიცით, რომ ტომას ტუხელის გუნდის დამარცხება შეგვიძლია, თუმცა ამისთვის დიდი ძალისხმევის გაღებაა საჭირო. გვჯერა და გვწამს თითოეული ფეხბურთელის შესაძლებლობების. მიუხედავად იმისა, რომ გუნდის რამდენიმე ლიდერი ლაზარეთშია, ჩვენ აუცილებლად შევუტევთ და ვეცდებით, რომ პირველ დაპირისპირებაში სოლიდური უპირატესობის მოპოვება შევძლოთ.“

  • Hala
  • 27 აპრილი 2021
  • 896
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)