ჯერემი:,,თუ ზიზუ ლიგას კიდევ მოიგებს, უკონკურენტო გახდება"
ჯერემი ჯიტაპმა „რეალისა“ და „ჩელსის“ შესახებ ძალიან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა. მოგეხსენებათ აღნიშნული ფეხბურთელი წლების მანძილზე იცავდა, როგორც სამეფო კლუბის, ასევე „არისტოკრატების“ ღირსებას...
„ზიდანთან შესანიშნავი ურთიერთობა მქონდა, ის ძალიან მორცხვი ბიჭი იყო, მაგრმ ფრანგულ ენას კარგად ვფლობდი და კომუნიკაციას ვამყარებდი. როცა ზიზუ „რეალში“ მოვიდა, საოცრებები შექმნა.“
„„როდესაც კარიერა დავამთავრე ფეხბურთისთვის რაიმე კარგის გაკეთება მსურდა. წავედი აფრიკაში და იქაურ ახალგაზრდებს დავეხმარე, რომლებსაც ნამდვილად არ აქვთ ისეთი პირობები, როგორიც ევროპელ ფეხბურთელებს.“
„სუპერლიგის პროექტს არ მივესალმები და ვთვლი, რომ ამ ტურნირის ჩატარების შემთხვევაში ფეხბურთს არა პროგრესი, არამედ რეგრესი ექნებოდა.“
„არ შემიძლია არჩევანის გაკეთება, ვინაიდან ვთამაშობდი „ბლანკოსშიც“ და „ჩელსიშიც“. დაე უძლიერესმა გაიმარჯვოს და ფინალში გავიდეს.“
„როდესაც „რეალში“ მივედი, პირველი სიტყვები კარგად მახსოვს - „კეთილი იყოს თქვენი ფეხი მსოფლიოს საუკეთესო კლუბში, სადაც ბევრ ტიტულს მოიგებთ.“
„თუ ზიდანი ჩემპიონთა ლიგის მოგებას მეოთხედ შეძლებს, ის მსოფლიოს ყევლა დროის საუკეთესო მწვრთნელი გახდება. ფრანგს უყვარს თავისი საქმე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მე ვფიქრობ, რომ „რეალს“ ყველაფრის მოგების პოტენციალი აქვს.“
„ფლორენტინო პერესი ბოლოს პარიზში ვნახე, ჩვენ ბევრი რამ გავიხსენეთ და სასიამოვნო დრო გავატარეთ. გამიხარდება, თუ პრეზიდენტი აფრიკის ქვეყნებში „ბლანკოსის“ ელჩის სტატუსს მომანიჭებს.“
- 27 აპრილი 2021
- 921
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.