გადაწყვეტილება - სტადიონზე გულშემატკივრები ბრუნდებიან!
Cadena SER-ის ეთერში საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა.
ესპანეთის მთავრობა უკვე მსჯელობს სტადიონზე გულშემატკივრების დაბრუნების შესახებ. იდეა მდგომარეობს იმაში, რომ პრიმერა დივიზიონის ბოლო 4 ტურის შეხვედრები (მათ შორის იქნება „რეალი“-„სევილია“ და „ბარსელონა“-„ატლეტიკო“), ქომაგების მონაწილეობით ჩატარდეს.
თავდაპირველად, კლუბებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ საშინაო მატჩების დროს, ბილეთების 25 პროცენტი ჩაუშვან გაყიდვაში. ამასთანავე, საფეხბურთო არენაზე მისულ ადამიანებს, მოუწევთ გარკვეული შეზღუდვებისა და რეკომენდაციების დაცვა. უფრო კონკრეტულად, ისინი უნდა განლაგდნენ დისტანციურად, მატჩის მსვლელობისას თავი უნდა შეიკავონ ფეხზე დგომის, მოწევისა და წახემსებისგან.
ამ ეტაპზე ცნობილია, რომ პაექრობებს ვერ დაესწრებიან სტუმარი კლუბის ფანები.
AS
- 27 აპრილი 2021
- 1 258
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.