მაქსიმალური ზეწოლა მსაჯზე - რას უნდა ველოდოთ მისგან?

„უეფას“ პრეზიდენტმა ნათლად განცხადა, რომ ევროპის სუპერ ლიგაზე მონაწილე კლუბებისათვის, ჩემპიონთა ლიგის კარი დაიხურება.

აღნიშნული საკითხი სამეფო კლუბისათვის მეტად აქტუალურია. მადრიდელები მონაწილეობას მიიღებენ ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ნახევარფინალში, სადაც მათ გარდა, სუპერ ლიგის კიდევ 3 კლუბი ასპარეზობს.

დედაქალაქელების მეტოქე „ჩელსი,“ ახლად შექმნილი ფორმატის ერთ-ერთი მონაწილეა, თუმცა პროექტის დაარსებიდან 48 საათის შემდეგ, ლონდონელებმა გასვლის შესახებ გაავრცელეს ინფორმაცია.

„ვაფასებ იმ კლუბების გადაწყვეტილებას, რომლებმაც თქვეს, რომ ჩვენ დავუშვით შეცდომა და ვტოვებთ ტურნირს. დანარჩენებს კარგად ესმით პროექტის ჩავარდნის შესახებ, თუმცა ამის აღიარება უჭირთ“ - აღნიშნა ჩეფერინმა.

არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, „რეალს“ ე.წ. ცუდი ბიჭის სტატუსი აქვს. პრესაში უკვე წერენ, რომ „უეფას“ მხრიდან დიდი ზეწოლა იქნება მსაჯებზე, რომელთა ქმედებებმაც, შესაძლოა გარკვეული ზეგავლენა მოახდინონ მატჩის ანგარიშზე, თუმცა ამის არ სჯერა „ჩელსის“ დამრიგებელს: „100 პროცენტით დარწმუნებული ვარ, მომავალი მატჩის არბიტრები მაქსიმალურად სამართლიანად და ობიექტურად გაუძღვებიან თავიანთ საქმეს.“

როგორც ცნობილია, „რეალისა“ და „ჩელსის“ პირველ ნახევარფინალურ დაპირისპირებას დენი მაკელიე განსჯის. 38 წლის ჰოლანდიელმა, ფეხბურთის მესვეურებში მოედნის გარეთ მოიპოვა რეპუტაცია. 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატისა და ჩემპიონთა ლიგის 2019 წლის ფინალებში, მაკელიე „ვიდეო რეფერის“ ხელმძღვანელობდა. ორივე შეხვედრაში საკმაოდ საკამათო ეპიზოდების (რომელიც საკუთარ საჯარიმოში ხელით თამაშს შეეხება) შემდეგ, მან მთავარ მსაჯს პენალტის დადებისკენ მოუწოდა.

მიმდინარე სეზონში, მაკელიემ ასევე იმსაჯა „ატალანტასა“ და „რეალის“ დაპირისპირება, სადაც ზიდანის ფეხბურთელების სასარგებლოდ თერთმეტმეტრიანი დანიშნა.

MARCA


1

27 აპრილი 2021 10:46

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 534
რას ქვია დაიხურება?! ბიჭო გამაგიჟებთ არანაირი იურიდიული ძალა არ შეწევს უეფას, რომ რომელიმე კლუბი ასე უსაფუძვლოდ მოკვეთოს ტურნირიდან თუ არ აქვს დარღვევები განაწესის მიხედვით. არსად არ წერია, რომ კლუბებს არ აქვთ უფლება ან ახალი ლიგა დაარსონ ან რაიმე მაგდგავარი. სრულიად უსაფუძვლო იქნება ეგ გადაწყვეტილება. ამიტომ ნუ გეშინიათ!

2

27 აპრილი 2021 11:21

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: Tato.RM
რას ქვია დაიხურება?! ბიჭო გამაგიჟებთ არანაირი იურიდიული ძალა არ შეწევს უეფას, რომ რომელიმე კლუბი ასე უსაფუძვლოდ მოკვეთოს ტურნირიდან თუ არ აქვს დარღვევები განაწესის მიხედვით. არსად არ წერია, რომ კლუბებს არ აქვთ უფლება ან ახალი ლიგა დაარსონ ან რაიმე მაგდგავარი. სრულიად უსაფუძვლო იქნება ეგ გადაწყვეტილება. ამიტომ ნუ გეშინიათ!

tu vinme mosakvetia es citya romelic argvevs wesebs filtan dakavshirebit shemdeg ki psg gansaxipvelia mokvetastan

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)