აზარი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ - ციფრები მაშინ და ახლა
ბელგიელი ფეხბურთელისათვის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის მატჩები გამორჩეული და მნიშვნელოვანი იქნება.
ედენ აზარი 7 წლის განმავლობაში იცავდა „ჩელსის“ ღირსებას. ის 2011/2012 წლების სეზონში, „ლილიდან“ (სადაც ლიგა 1 მოიგო) გადავიდა ლონდონელთა რიგებში, სადაც 352 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. 30 წლის ნახევარმცველმა საერთო ჯამში 110 გოლსა და 92 ასისტს მოუყარა თავი. მან „ლურჯების“ შემადგენლობაში ორ-ორჯერ მოიგო პრემიერ ლიგა და ევროპა ლიგა, ხოლო თითო-თითოჯერ „კარაბაო“ და „ფა“ თასები.
ესპანეთის დედაქალაქში გადაბარგების შემდეგ, აზარის ციფრები შთამბეჭდავი ვეღარ არის და რა თქმა უნდა, ამის მთავარი მიზეზია ჯანმრთელობის მდგომარეობა. სამწუხაროდ, ფეხბურთელი უფრო მეტ დროს ლაზარეთში ატარებს, ვიდრე საფეხბურთო მოედანზე. ამ ეტაპისათვის, ედენმა „რეალის“ მაისური 37-ჯერ მოირგო (4 გოლი და 5 ასისტი), აქედან, 8-ჯერ ჩემპიონთა ლიგის მასშტაბით (1 გოლი და 1 ასისტი).
აზარმა ახლახანს მოიშუშა უკანასკნელი ტრავმა და მზად არის ყოფილი გუნდის წინააღმდეგ საბრძოლველად.
MARCA
- 27 აპრილი 2021
- 810
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.