ვინისიუსი:„„რეალმა“ სრულფასოვნად შემცვალა“
ვინისიუს ჟუნიორმა ჟურნალისტებთან ძალიან საინტერესო საკითხები მიმოიხილა.
„ზინედინ ზიდანი გენიალური ფეხბურთელი იყო და მწვრთნელის რანგშიც იგივეს განაგრძობს. ფრანგისგან ძალიან ბევრი რამის სწავლა შეიძლება და მეც მაქსიმალურად ვცდილობ, ზიზუსთან მუშაობა ნაყოფიერი გავხადო. მთავარი მწვრთნელი ფეხბურთელებზე მუდმივად ფიქრობს, როგორც მწვანე მინდორზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ზიდანის აზრით, მოთამაშეთა ოჯახებში სრული იდილია უნდა იყოს იმისათვის, რომ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით არანაირი პრობლემა არ შეიქმნას.“
„მე ახლა სულ სხვა მოთამაშე ვარ, რასაც პირველ რიგში გამოცდილება განაპირობებს. ჩემს ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი შეიტანა კარიმ ბენზემამ, რომელიც ხშირად მეხმარება და ცდილობს, რომ პროგრესში დამეხმაროს.“
„ფეხბურთი ჩემი ცხოვრებაა. 4 წლიდან ბურთთან ერთად ვცხოვრობ და ასე მიმდინარეობდა ჩემი გაზრდა ბრაზილიის ქუჩებში. ვოცნებობდი „რეალში“ თამაშზე და ყველაფერს ვაკეთებდი მიზნის მისაღწევად. ბურთის გორაობის დროს ბევრჯერ დამვიწყებია სახლში მისვლა და წახემსება.“
„დრიბლინგი ყოველთვის ძალიან მიყვარდა. ქუჩაში ხშირად ვცდილობდი ფინტების გაკეთებას და ბურთის ფლობას. რამდენიმე წლის განმავლობაში ფუტზალსაც ვთამაშობდი, რამაც ჩემს საბოლოო ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი შეიტანა. ვფიქრობ, რომ ბრაზილიაში გატარებულმა წლებმა ძალიან ბევრი რამ მომცა.“
„ევროპული ფეხბურთის კულტურა ბრაზილიურისგან მნიშვნელოვნად განსხვავებდა. როდესაც მადრიდში ჩამოვედი ცხოვრებეს წესი შევიცვალე, როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ. ადაპტაცია მარტივი არ ყოფილა, მაგრამ ახლა ყველაფერი რიგზეა.“
„მილიტაოსთან და როდრიგოსთან ხშირი კონტაქტი მაქვს, ისინი ჩემი ყველაზე ახლო მეგობრები არიან. ხშირად ვიკრიბებით და დროს ერთად ვატარებთ. „ფიფასაც“ ხშირად ვთამაშობთ.“
„როდესაც მადრიდში ჩამოვედი იმ ფეხბურთელებთან ერთად დავიწყე ვარჯიში, რომლებსაც ტელევიზიით ვხედავდი და ვოცნებობდი თუნდაც შეხვედრაზე.“
„დიდი მიზნები მაქვს და მჯერა, რომ ეტაპობრივად ყველაფერს მივაღწევ. ჩემს ასაკში უკვე შევძელი და მსოფლიოს საუკეთესო კლუბის მაისურით 100-ზე მეტი მატჩი ჩავატარე. ეს პატარა მიღწევა ნამდვილად არ არის. ვფიქრობ, ბევრი გოლის გატანა უნდა მოვახერხო და გუნდს ტიტულების მოგებაში დავეხმარო, ეს ჩემი დიდი ოცნებაა.“
„გულშემატკივრების გარეშე თამაში რა თქმა უნდა, ძალიან დასანანია, მაგრამ მჯერა, რომ სტადიონები მალე გაივსება და მსოფლიოში სიტუაცია მწყობრში ჩადგება.“
„„ლივერპულთან“ დაპირისპირებაში მთავარი ფიგურა მიწოდეს, რამაც ძალიან გამაბედნიერა. ყველაფერი გავაკეთე გუნდის დასახმარებლად და გამომივიდა კიდეც. ახლა ნახევარფინალის დაძლევა და ფინალში გასვლა გვსურა. ძალიან მსურს „რეალის“ ისტორიაში ჩემი სახელის ჩაწერა, ამისთვის კი ჩემპიონთა ლიგა უნდა მოვიგო.“
„პირობას გაძლევთ, თუ „რეალთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგას მოვიგებ, ყველა ფეხბურთელს განსაკუთრებულ სიუპრიზს გავუკეთებ.“
„ქომაგებისგან დიდ სიყვარულს ვგრძნობ, რაც ჩემთვის თავისთავად მნიშვნელოვანია, მე მათ დიდ პატივს ვცემ და ვცდილობ, სტადიონზე ხარისხიანი ფეხბურთის ჩვენებით ყველას გული გავახარო.“
- 26 აპრილი 2021
- 4 525
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.