ზიდანი: „სამწუხაროდ, ის დაგვაკლდება „ჩელსისთან“ მატჩში“
„ჩელსისთან“ დაპირისპირების წინ, ზინედინ ზიდანმა პრესკონფერენცია გამართა.
„ვფიქრობ, უბრალოდ აბსურდია იმის თქმა, რომ მადრიდის „რეალი“ მომდევნო ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობას არ მიიღებს. აღნიშნულს საკითხის ირგვლივ დიდი აჟიოტაჟია ატეხილი. ამის კონტროლი შეუძლებელია. ჩვენ მხოოდ თამაშზე ვართ კონცენტრირებულნი. ჩემი აზრით, ყველას გვინდა სამეფო კლუბის ხილვა ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ახალ სეზონშიც.“
„ჩვენ ვსაუბროთ ნახევარფინალზე და შესაბამისად, რთულ შეხვედრას ველოდებით. მეტად ყურადღებით უნდა ვიყოთ მოედანზე. საჭირო საიმედო თამაში დაცვაში და შანების შექმნა. ვგონებ, იმისათვის, რომ „ჩელსის“ ზიანი მივაყენოთ, საუკეთესო წარმოდგენა უნდა დავდგათ.“
„რა თქმა უნდა, ჩვენ ტურნირებს შორის არჩევანს არ ვაკეთებთ. ორივე ჩემპიონატის მოგების რეალური შანსი გვაქვს.“
„გარკვეულ სირთულეებს გადავაწყდით, თუმცა დანებებას არ ვაპირებთ. სეზონის დასრულებამდე დაახლოებით 1 თვეზე მეტია დარჩენილი და გუნდის ამოცანაა ბოლომდე ბრძოლა.“
„ედერ მილიტაომ საკმაოდ ბევრი გააკეთა გუნდისთვის. ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ ბრაზილიელი „რეალის“ რიგებში ირიცხება.“
„ტონი კროოსმა მოასწრო გამოჯანმრთელება, სამწუხაროდ, მენდი კვლავ იუქმებს.“
„ყველაზე მთავარი ის არის, რომ ედენ აზარი ბოლომდე მზად არის. „ბეტისთან“ შეხვედრაში კარგად ჩაერთო.“
„მივმართავ ტუხელს და ასევე პატივისცემას ვუდასტურებ. მისი მმართველობის პერიოდში „ჩელსი“ კიდევ უფრო ანგარიშგასაწევი ძალა გახდა. არა მგონია, მეტოქე ჩაიკეტოს და არასანახაობრივი ფეხბურთი შემოგვთავაზოს.“
„თუ ჩეფერინის განცხადება მსაჯობაზე იმოქმედებს, მაშინ არაფერს ჰქონია აზრი. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ნახევარფინალები ჩვეულ რეჟიმში ჩაივლის, ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება.“
MARCA
- 26 აპრილი 2021
- 5 485
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.