„რეალმა“ „ჩელსისთან“ მატჩისთვის მზადება დაიწყო
ზინედინ ზიდანის შეგირდებს დასვენების დრო არ აქვთ. გამომდინარე იქედან, რომ „ჩელსისთან“ დაპირისპირეა 27 აპრილს გაიმართება, „რეალმა“ აღდგენითი ვარჯიში უკვე გამართა...
პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ტონი კროოსმა ზინედინ ზიდანის ყველა მითითება შეასრულა და ტომას ტუხელის გუნდის წინააღმდეგ სათამაშოდ მზად არის. სამწუხაროდ, გუნდთან ერთად კვლავ ვერ ივარჯიშეს სერხიო რამოსმა და ფერლან მენდიმ, მათი განაცხადში მოხვედრა კვლავ საეჭვოა.
ლუკას ვასკესი აღდგენით პროცესს განაგრძობს, თუმცა არანაირი იმედი არ არის იმისა, რომ სეზონის ბოლომდე ესპანელი ფეხბურთელი მოედანს დაუბრუნდება.
ზიზუმ აქცენტი ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებაზე, ბურთის ფლობაზე, ტაქტიკურ მონახაზებსა და მოკლე სივრცეში ზუსტ თამაშზე გააკეთა აქცენტი.
ხვალ „მერენგები“ კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან და ფინალურ სამწვრთნელო სესიას გამართავენ.
- 25 აპრილი 2021
- 787
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.