ვალდანო:„„რეალის“ შანსი ნულამდე მცირდება“
ხორხე ვალდანოს აზრით, მადრიდის „რეალმა“ „ბეტისთან“ ქულების დაკარგვით კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა ლა ლიგისთვის ბრძოლიდან გამოთიშვისკენ.
„არ მესმის, რატომ ითამაშა ზიდანის გუნდმა ასე ინერტულად მატჩში, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. იმის ნაცვლად, რომ „ელ კლასიკოს“ შემდეგ მოპოვებული უპირატესობა გუნდს კარგად გამოეყენებინა, სულ სხვა სცენარი ვიხილეთ.“
„ერთადერთი შანსი „ატლეტიკოსა“ და „ბარსელონას“ დაპირისპირებაა, სადაც არავინ იცის რა მოხდება, თუმცა „რეალის“ შანსი მაინც მინიმალურად მიმაჩნია.
„ზიზუს გუნდი გონს უნდა მოეგოს და ლონდონის „ჩელსისთან“ საუკეთესო ფეხბურთი ითამაშოს. ამ ეტაპისთვის სამეფო კლუბის შანსი ევროსარბიელზე გაცილებით მაღალია, ვიდრე შიდა ჩემპიონატში.“
- 25 აპრილი 2021
- 2 974
- 59