ასენსიო მომდევნო სეზონიდან „იუვენტუსის“ ღირსებას დაიცავს?
იტალიური გამოცემების ცნობით, ტურინის „იუვენტუსსა“ და მადრიდის „რეალს“ შორის ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რომელიც მარკო ასენსიოს იტალიაში გადასვლას ეხება.
ანდრეა ანიელისა და ფლორენტინო პერესის ურთიერთობა ბოლო დროს კიდევ უფრო მჭიდრო და ინტენსიური გახდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, „ბებერი ქალბატონი“ ესპანელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 65 მილიონ ევროს გაიღებს, ხოლო 2022 წლის ბოლომდე დამატებით 10 მილიონს გადაუხდის სამეფო კლუბს.
„იუვენტუსი“ ასენსიოს 5 წლიან კონტრაქტს სთავაზობს და მზად არის, საინტერესო პირობები შესთავაზოს.
თავად ფეხბურთელის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით უცნობია, მაგრამ ფლორენტინო პერესი კილიან მბაპეს ტრანსფერისთვის საჭირო თანხას აგროვებს და მისთვის ნებისმიერი სახის შემოსავლები უმნიშვნელოვანესია.
- 25 აპრილი 2021
- 2 087
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.