ლუკა მოდრიჩი:„ჩვენ შევთანხმდით“
ლუკა მოდრიჩმა „ბეტისთან“ დაპირისპირების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„რთული მატჩი გამოდგა. პირველ ტაიმში გუნდს რამდენიმე შანსი ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენა. მეორე ნახევარში სისწრაფეს მოვუმატეთ, თუმცა პელეგრინის გუნდმა დაცვითი ტაქტიკა აირჩია და მათ წინააღმდეგ თამაში კიდევ უფრო რთული გახდა.“
„ძალიან სამწუხაროა, რომ ქულები დავკარგეთ. „ბეტისთან“ მოგებას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. ახლა სრულად ვართ დამოკიდებულები „ბარსელონას“ და „ატლეტიკოს“ შედეგებზე.“
„ვფიქრობ, ლა ლიგაში ჯერ არაფერი დასრულებულა, მაგრამ ანდალუსიელებთან გამარჯვების შემთხვევაში ჩვენ გაცილებით უკეთეს სიტუაციაში ვიქნებოდით.“
„დიახ, შეთანხმებას ნამდვილად მივაღწიეთ. მე მივიღე შემოთავაზება და რა თქმა უნდა, თანხმობა განვაცხადე, ვინაიდან მსოფლიოს საუკეთესო კლუბში თავს შესანიშნავად ვგრძნობ. მიუხედავად აღნიშნულისა, კონტრაქტზე ხელმოწერა ჯერ არ განხორციელებულა. ახლა დასკვნით მატჩებზე ვფიქრობთ.“
- 25 აპრილი 2021
- 3 984
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.