რაფაელ ვარანი იუბილარია!
დღეს, 25 აპრილს რაფაელ ვარანს 28 წელი შეუსრულდა.
ფრანგი ფეხბურთელი სამეფო კლუბის რიგებში 2011 წლიდან მოყოლებული ირიცხება და 18 ტიტულს ფლობს, საიდანაც 4 ჩემპიონთა ლიგის თასია. ვარანი „რეალში“ სტაჟის მიხედვით მეოთხე ფეხბურთელია, მასზე ადრე „ბლანკოსში“ მხოლოდ მარსელო, რამოსი და ბენზემა ირიცხებოდნენ.
რაფაელი სამეფო კლუბში 357 ჩატარებულ დაპირისპირებას და 17 გატანილ გოლს მოითვლის.
ვარანი 1993 წელს ლილში დაიბადა და პროფესიონალური კარიერას სწორედ ადგილობრივ კლუბში დაიწყო. საკლუბო ტიტულებთან ერთად რაფა მსოფლიო ჩემპიონატის 2018 წლის თასსაც ფლობს, რომელიც საფრანგეთის ნაკრებთან ერთად მოიგო.
- 25 აპრილი 2021
- 451
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.