ზიდანი:„გუნდის თამაში შეტევაში არ მომეწონა“
ზინედინ ზიდანმა „ბეტისთან“ დაპირისპირების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.
„გუნდმა დაცვაში ძალიან კარგად ითამაშა, მაგრამ წინა ხაზში აშკარა პრობლემები გვქონდა. ფეხბურთელები სწრაფ გადაწყვეტილებებს ვერ იღებდნენ, შეტევის დროს კი ყველა წამს მნიშვნელობა აქვს. არაეფექტურად გამოვედით და გოლის გატანაც ამიტომ ვერ მოვახერხეთ.“
„კარვახალთან დაკავშირებით ბევრს ვერაფერს გეტყვით. ესპანელი ნელ-ნელა უბრუნდება ოპტიმალურ ფორმას. ვნახოთ, ითამაშებს თუ არა „ჩელსის“ წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგაზე.“
„ჩემპიონთა ლიგის მატჩში კროოსის და მენდის დაბრუნება დიდებული იქნებოდა, თუმცა ჯერ-ჯერობით 100%-ით არაფრის თქმა არ შემიძლია, ვინაიდან კონსულტაციები სამედიცინო შტაბთან უნდა გავიარო.“
„ლა ლიგაში ჯერ კიდევ რამდენიმე ტურია დარჩენილი. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ „ბარსელონა“ და „ატლეტიკოც“ დაკარგავენ ქულებს და შანსები გვექნება. დიახ, აქ ვერ გამარჯვებამ ჩვენ რთულ სიტუაციაში ჩაგვაგდო, მაგრამ დაველოდოთ მომდევნო ტურებს.“
„მსაჯის გადაწყვეტილებაზე კომენტარს არ გავაკეთებ. მე დავინახე ხელი, მაგრამ არბიტრებმა სხვა გადაწყვეტილება მიიღეს.“
„ლონდონის „ჩელსისთან“ დაპირისპირებისთვის მოსამზადებლად ბევრი დრო არ გვაქვს, ამიტომ მაქსიმალურ კონცენტრაციას მოვიკრებთ და მუშაობას დავიწყებთ.“
„აზარს მატჩის შემდეგ არანაირი დისკომფორტი არ ჰქონია. ბელგიელს მოედანზე 20-25 წუთის გატარება შეეძლო და მეც შანსი მივეცი. ვფიქრობ, „7“-იანმა საკმაოდ კარგად ითამაშა.“
- 25 აპრილი 2021
- 13 677
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.