3 ნულოვანი ფრე ბოლო 4 მატჩში!
როგორც სჩანს, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის ორმა მატჩმა, „ელ კლასიკომ“ და ტრავმიანობამ ზიდანის გუნდს მაინც დაასვა დაღი.
ესპანური გამოცემები საგანგაშოდ იუწყებიან, რომ ბოლო 4 დაპირისპირებაში მადრიდის „რეალმა“ 3-ჯერ ნულოვანი ფრე დააფიქსირა. მართალია, რომ ტიბო კურტუას კარსი ფაქტობრივად აუღებელია, თუმცა გოლების გატანის მხრივ სამეფო კლუბში სრული კატასტროფა ხდება.
ზიდანის გუნდმა „ლივერპულთან“ 0:0 ითამაშა, ასევე ნულოვანი ფრე დაფიქსირდა „ხეტაფესთან“, ხოლო გუშინ დედაქალაქელებმა „ბეტისთანაც“ ანალოგიურ ანგარიშზე მოაწერეს ხელი.
ერთადერთი მატჩი ბოლო 4-იდან, სადაც „რეალმა“ გაიბრწყინა, რამდენიმე დღის წინ „კადისის“ წინააღმდეგ ჩატარდა და სამეფო კლუბმა 0-3 იმარჯვა.
ლონდონის „ჩელსისთან“ ნახევარფინალურ დაპირისპირებებზე ზიზუს კოლექტივი არც ისე კარგ ფორმაში ხვდება.
- 25 აპრილი 2021
- 564
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.