რუმენინგე:„ფლორენტინი კომპეტენტური პიროვნებაა, მას დიალოგისკენ მოვუწოდებ“
კარლ ჰაინც რუმენინგე გაჩერებას არ აპირებს. როგორც სჩანს, „ბაიერნის“ ხელმძღვანელობა აპირებს, რომ „რეალს“ და „უეფას“ შორის ერთგვარი შუამავლის როლი მოირგოს...
„გასაგებია სუპერლიგის იდეა, გასაგებია ეკონომიკური პრობლემები და მეგა პროექტები, თუმცა ჩვენ უნდა ვიპოვოთ გამოსავალი და ამის უპირობო გადამწყვეტი დიალოგი იქნება. კარგად ვიცნობ ფლორენტინო პერესს და შემიძლია დანამდვილებით და დარწმუნებით გითხრათ, რომ ის ძალიან კომპეტენტური ადამიანია.“
„პერესმა დიალოგი უნდა აწარმოოს „უეფასთან“. ანალოგიური უნდა გააკეთონ სხვა კლუბებმაც, რომელიც პროექტში იყვნენ ჩართულები და ჯერ კიდევ არ მიუღიათ საბოლოო გადაწყვეტილება.“
„ფეხბურთის უკან მილიარდობით ადამიანი დგას, ეს არის სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობა და ჩვენ უნდა ვიზრუნოთ განვითარებაზე.“
„65 წლის ვარ და ბევრი რამ მინახავს, როგორც ფეხბურთელის, ასევე მენეჯერის რანგში, თუმცა ამ ხნის მანძილზე მსგავსი ერთ კვირიანი მონაკვეთი არ მქონია. ეს იყო სრული კატასტროფა და დაძაბულობის პიკი.“
- 24 აპრილი 2021
- 1 005
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.