მილიტაომ გამოცდა ჩააბარა და ზიდანის ნდობა დაიმსახურა
ედერ მილიტაო მადრიდის „რეალს“ ყველაზე მძიმე მდგომარეობაში დაუდგა გვერდში. ზინედინ ზიდანმა ბრაზილიელ ფეხბურთელს სწორედ მაშინ მისცა შანსი, როდესაც გუნდში შემადგენლობის მხრივ ყველაზე დიდი პრობლემები იყო...
ბრაზილიელმა ფეხბურთელმად ბრწყინვალედ ითამაშა, როგორც ჩემპიონთა ლიგაზე, ასევე „ელ კლასიკოსა“ და ლა ლიგის გასულ დაპირისპირებებში.
სეზონის სტარტზე, ედერი ზიდანის ნდობით ნამდვილად არ სარგებლობდა, მაგრამ ტრავმიანობის პირობებში მილიტაომ ბრწყინვალედ ჩაანაცვლა სერხიო რამოსიც, რაფა ვარანიც და გარკვეულ მომენტებში ნაჩო ფერნანდესიც.
„მარკას“ ინფორმაციით, ზიზუ მილიტაოს გამოყენებას სეზონის გადამწყვეტ მატჩებშიც აპირებს და სჯერა, რომ ბრაზილიელი კიდევ უფრო განვითარდება.
მიმდინარე სეზონში ედერმა მოედანზე 1010 წუთი დაჰყო, მის ანგარშზე მხოლოდ 13 მატჩია, თუმცა უნდა აღინიშნოს ამ რაოდენობის უმრავლესობა ბოლო დაპირისპირებებზე მოდის.
წარმატებებს ვუსურვებთ „3“-იანს!
- 24 აპრილი 2021
- 1 353
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.