რაფაელ ვარანმა „რეალს“ საბოლოო გადაწყვეტილება ამცნო!
ესპანური გამოცემების ცნობით, რაფაელ ვარანი ზინედინ ზიდანს პირისპირ შეხვდა...
მთავარ მწვრთნელს სურდა, რომ მსოფლიო ჩემპიონისგან სამომავლო გეგმების შესახებ მოესმინა. ზიზუს ვარანის გაშვება არ სურს, მაგრამ როგორც სჩანს, უკანახაზელს გადაწყვეტილება მტკიცედ აქვს მიღებული.
ვარანმა „რეალს“ ამცნო, რომ წასვლის პერსპექტივას აქტიურად განიხილავს და ზაფხულში „რეალს“ გაყიდვას სთხოვს. იმ შემთხვევაში, თუ ფლორენტინო პერესი მას მაინც დატოვებს, ფრანგი ამ გადაწყვეტილებას დაემორჩილება და მადრიდში 2022 წლის 30 ივნისამდე, ანუ კონტრაქტის ამოწურვამდე ყოველგვარი პრობლემის გარეშე დარჩება.
თავის მხრივ, სამეფო კლუბი 70-80 მილიონ ევროს არცერთ შემთხვევაში არ გაანიავებს, ამიტომ ფეხბურთელის გაყიდვა სავსებით რეალური გახდება.
„მერენგებში“ ვარანის შემცვლელად მოიაზრებენ, როგორც დავიდ ალაბას, ასევე პაუ ტორესისა და ჟულს კუნდესგან ერთ-ერთს.
- 24 აპრილი 2021
- 1 814
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.