ტუხელის „ჩელსის“ კარში გოლის გატანა ურთულესია!
მას შემდეგ, რაც ლონდონის „ჩელსის“ მთავარ მწვრთნელად ტომას ტუხელი დაინიშნა, „არისტოკრატების“ გუნდის წინსვლა და პროგრესი თვალნათლივია...
ფაქტია, რომ „ბლანკოსის“ მორიგი მეტოქის კარში გოლის გატანა დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული. ტუხელის ხელმძღვანელობით „ჩელსიმ“ 20 მატჩი გამართა, საიდანაც 15 შემთხვევაში საკუთარი კარის შენახვა მშრალად შეძლო, თანაც ისეთ მეტოქეებთან, როგორებიც „ატლეტიკო“, მანჩესტერ „იუნაიტედი“, „მანჩესტერ „სიტი“, „ლივერპული“, „ტოტენჰემი“ და სხვები არიან.
„მარკა“ მიუთითებს, რომ სამეფო კლუბის შეტევაში არსებული პრობლემების ფონზე, „ჩელსი“ პრივილეგირებულ სიტუაციაში იქნება და ზიდანის გუნდს ლონდონელთა კარში გოლების გატანა საკმაოდ გაუჭირდება.
ლონდონური გრანდი ინგლისის პრემიერლიგის 32-ე ტურის თავზე, მეოთხე პოზიციაზე იმყოფება და 55 ქულა აქვს აქტივში. მართალია „ჩელსიმ“ 32 ტურში 31 გოლი გაუშვა, თუმცა ამ გოლების უმეტესობა ფრენკ ლამპარდის დროინდელ გუნდზე მოდის.
- 24 აპრილი 2021
- 824
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.