ნაჩო:„დღემდე შენახული მაქვს პირველი მაისური, ბუცები და ბურთი“
ნაჩო ფერნანდესი უკვე 10 წელია მადრიდის „რეალის“ სადარაჯოზე დგას. ესპანელმა ფეხბურთელმა განვლილი 10 წელი, აწმყო და მომავალი შეაფასა...
„ცხოვრება მადრიდის „რეალის“ გარეშე ვერ წარმომიდგენია. თითოეული დღე, რომელსაც მთავარ გუნდში ვატარებ ოცნების ახდენაა. ბავშვობაში მე და ჩემი ოჯახი ბევრს ვოცნებობდით, რომ დამდგარიყო დღე, როდესაც მსოფლიოს საუკეთესო გუნდის ნაწილი გავხდებოდი. ბავშვობიდან ამ კლუბის სადარაჯოზე ვდგავარ.“
„ფეხბურთი ძალიან მიყვარს და მოედანზე გასვლით სიამოვნებას ვიღებ. დღემდე შენახული მაქვს ის ბურთი, მაისური და ბუცები, რომლითაც „რეალის“ მთავარ შემადგენლობაში პირველად ვიასპარეზე. მას შემდეგ 10 წელი გავიდა და ბევრი რამ მოხდა, თუმცა ის წუთები არასდროს დამავიწყდება.“
„მახსოვს ჟოზე მოურინიოს სიტყვები, როდესაც მითხრა, რომ მოედანზე უნდა შევსულიყავი. 15 წუთის განმავლობში მუხლების კანკალს ვერ ვიჩერებდი, მაგრამ მობილიზება გავაკეთე და მოედანზე გასვლა მოვახერხე.“
„„რეალი“ ჩემი ოჯახია და არამხოლოდ საფეხბურთო კლუბი. აქ ვისწავლე მოგება და სიხარულის გაზიარება, ასევე წაგება და პრობლემების გადაჭრის გზების მოძიება. მადლობას ვუხდი სამეფო კლუბს, რადგან სრულფასოვან ადამიანად ჩამომაყალიბა. მომცა ცოდნა და განათლება.“
„„ლა დესიმა“ არასდროს დამავიწყდება, ეს იყო საოცარი გრძნობა, რომელსაც სიხარულის ცრემლები მოჰყვა. „ატლეტიკოსთან“ ფაქტობრივად ყველაფერი გარკვეული იყო, მაგრამ სერხიო რამოსმა სიტუაცია რადიკალურად შეცვალა. ანგარიში 1:1 გახდა, მაგრამ ვიცოდით, რომ გამარჯვებას მოვოპოვებდით, ვინაიდან საოცარი ფსიქოლოგიური მუხტი მივიღეთ.“
„ასევე საოცარი იყო მეთერთმეტე, ვინაიდან იმ დღეს ჩემი შვილი დაიბადა. მთელი დღის განმავლობაში ვფიქრობდი ჩემს მეუღლესა და ფინალზე. ვიცოდი, რომ ორ ფრონტზე მომიწევდა ბრძოლა და ყველაფერი კარგად უნდა წარმართულიყო. ჩემს ოჯახს ახალი წევრი შეემატა, „მერენგების“ მუზეუმს კი ჩემპიონთა ლიგის მე-11 თასი.“
„არასდროს დამავიწყდება პირველი გოლი, რომელიც „რეალის“ მაისურით გავიტანე. მაშინ გუნდი 10 ფეხბურთელით იყო მოედანზე დარჩენილი, მეტოქე კი „ესპანიოლი“ გახლდათ. მეტოქის კარის ბადის გარხევა და ბერნაბეუზე შეკრებილი პუბლიკის საოცარი რეაქციები სამუდამოდ ჩაიბეჭდა ჩემს გონებაში.“
- 24 აპრილი 2021
- 678
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.