ზიდანი:,,ჩემპიონთა ლიგიდან რეალს ვერავინ გააგდებს"
ზინედინ ზიდანმა „ბეტისთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა...
„ზუსტად ვიცით, რომ „ბეტისი“ ძალიან კარგ ფეხბურთს შემოგვთავაზებს, ამიტომ ბოლომდე დავიხარჯებით. ვიცით, რა სიტუაციაშიც ვართ, ამიტომ უნდა გავიმარჯვოთ და ჩემპიონობისთვის ბრძოლა განვაგრძოთ.“
„ტონი კროოსი მოედანზე გასვლას ვერ შეძლებს, ის სრულად მზად არ არის, ამიტომ არ გავრისკავთ.“
„ლუკა მოდრიჩი და ედენ აზარი განაცხადში იქნებიან. ზოგადად, ჩვენი რესურსი მნიშვნელოვნად იზრდება, ვინაიდან ლაზარეტს ეტაპობრივად ვაცარიელებთ.“
„„რეალი“ ჩემპიონთა ლიგის მიღმა? მე ვფიქრობ, რომ ეს აბსურდია. თუ „უეფა“ „რეალს“ ტურნირიდან გააგდებს, ჩემპიონთა ლიგა ჩაიშლება. ამაზე საუბარიც არ ღირს, ჩვენ განსაკუთრებულად ვემზადებით „ჩელსისთან“ დაპირისპირებისთვის.“
„ლა ლიგა ერთ-ერთი საუკეთესო ტურნირია, რომლის მოგებაც უდიდესი გამოწვევების დაძლევას უკავშირდება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დუბლი შევასრულოთ.“
„კანტერანოებმა იციან, რომ თუ თავის გამოჩენას შეძლებენ და გუნდს დაეხმარებიან, პერსპექტივა ექნებათ. ჩვენ გვყავს ვასკესი, ნაჩეტე და სხვები, რომლებმაც იციან, რას ნიშნავს დიდი გზის გავლა „ბლანკოსის“ მთავარ გუნდამდე.“
„„კადისის“ წარმომადგენელთა გამონათქვამები ჩემს ყურადღებას არ იმსახურებს, ყველას პოზიციას პატივს ვცემ, რადგან ყველას აქვს საკუთარი აზრის ქონის უფლება.“
„ჩეფერინის გზავნილებთან ვერანაირ პარარელს ვერ ვავლენ. ჩემი საზრუნავი ის არის, რომ გუნდი „არისტოკრატების“ წინააღმდეგ კარგად მოვამზადო და ფინალში გავიყვანო.“
„სერხიო რამოსს მალე მოედანზე ვიხილავთ, ესპანელი ფეხბურთელის აღდგენითი პროცესი დასასრულს უახლოვდება, კოვიდ 19 კი უკან მორჩა.“
„მენდი მალე დაბრუნდება, ის „ბეტისთან“ ვერ ითამაშებს, მაგრამ დიდი იმედი მაქვს იმისა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე დაგვეხმარება.“
„„რეალი“ ზიდანის გარეშე? ანუ მეკითხებით მივდივარ თუ არა? მე მაქვს კონკრეტული პასუხი - ვცხოვრობ ყოველდღიურობით და ორიენტირებული ვარ კონკრეტული მატჩების მოგებაზე.“
„როტაცია ხშირ შემთხვევაში იძულებითია, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ შანსი ყველას ეძლევა და გუნდი სრულიად მობილიზებულია. ჩვენ არ ვიცით, რა სჩანს გარედან, მაგრამ სამუშაოს კარგად ვასრულებთ.“
„ფლორენტინოსთან ხშირად მაქვს კომუნიკაცია, ის ვარჯიშებზეც მოდის და ფეხბურთელებს ამხნევებს. ეს აბსოლუტურად ნორმალური პროცესია.“
- 23 აპრილი 2021
- 2 230
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.