ზიდანი რამოსთან მოლაპარაკებების განახლებას ითხოვს
ზინედინ ზიდანმა ფლორენტინო პერესს კიდევ ერთხელ მიმართა თხოვნით, რომ სერხიო რამოსთან მოლაპარაკებები განაახლოს. კომუნიკაციის ბოლო რაუნდის შემდეგ მხარეები კვლავ ვერაფერზე შეთანხმდნენ, რასაც პრეზიდენტის გაბრაზებაც მოჰყვა...
ამ ეტაპზე რამოსსა და პერესს შორის ურთიერთობა დაძაბულია, რაც პრეზიდენტმა სატელევიზიო გადაცემაში ყოფნის დროსაც დაადასტურა. ამის პარარელურად ზინედინ ზიდანი მოლაპარაკებების განახლებას ითხოვს. ფრანგმა ლეგენდამ ფლორენტინოს უთხრა, რომ თუ რამოსი „ბლანკოსს“ დატოვებს, ის იქნება პირველი, ვინც ამ გადაწყვეტილებას არ მოიწონებს.
ზიზუს აზრით, არსებულ ვითარებაში რამოსის შემცვლელის მოძიება ფაქტობრივად შეუძლებელია. დიახ, „რეალში“ იმატებენ ალაბას, ასევე არის მილიტაოს პერსპექტივა და ასე შემდეგ, თუმცა რამოსის დონის მცველი არცერთი ჩამოთვლილი არ გახლავთ.
- 22 აპრილი 2021
- 1 089
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.