„რეალმა“ მარსელოს გაყიდვა გადაწყვიტა
მადრიდის „რეალმა“ ლეგენდარული ფეხბურთელის გაყიდვა გადაწყვიტა. საქმე ეხება მარსელო ვიეირას, რომელიც სამეფო კლუბში ბოლო თვეებს ითვლის...
მიუხედავად იმისა, რომ ვიცე-კაპიტანს კონტრაქტი 2022 წლის ივნისის ბოლოს ეწურება, მან თავად სთხოვა გუნდის ხელმძღვანელობას, რომ არსებული შემოთავაზებები განიხილოს.
ვიეირა მიიჩნევს, რომ მისი წასვლის დრო მოვიდა, ამიტომ „ბლანკოსი“ მას წინააღმდეგობას არ გაუწევს.
მარსელოს რამდენიმე მსურველი ჰყავს ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ჩემპიონატიდან, თუმცა აქტიურად განიხილება ამერიკის შეერთებულ შტატებში გადასვლაც.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, შეთანხმების მიღწევის შემდეგ პრეზიდენტი ბრაზილიელ ფეხბურთელს პირისპირ შეხვდება და მადლობას გადაუხდის იმ დიდი ღვაწლისთვის, რომელიც განაპირა მცველმა „რეალისთვის“ გაიღო.
დაველოდოთ მოვლენების განვითარებას...
- 22 აპრილი 2021
- 1 439
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.