ვალდანო:„პერესის 25 წუთიანი ინტერვიუთი, სუპერლიგის შესახებ ვერაფერს გავიგებდით“
ხორხე ვალდანომ ევროპის სუპერლიგის შექმნასთან და ჩაშლასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გაგვაცნო...
„გეგმა, რომელიც ფლორენტინო პერესს ჰქონდა ნამდვილად ძალიან ამბიციური იყო, მაგრამ ძალიან რთულია რევოლუციური პროექტის განხორციელება სპორტის იმ სახეობაში, რომელსაც ყველაზე მეტი მიმდევარი და მაყურებელი ჰყავს. პროექტმა ბრძოლა ინგლისელ ქომაგებთან წააგო, რომლებმაც არნახულო აქტივობა გამოიჩინეს. ესპანელები ამ მხრივ ძალიან პასიურობდნენ და ეს გასაკვირიც არ არის, ვინაიდან ბრიტანეთში ქომაგების როლი გაცილებით დიდია.“
„ეს პროექტი ჩაიშალა, მაგრამ მერწმუნეთ, რომ დიდ ზეგავლენას მოახდენს მმართველი ორგანიზაციების მუშაობის ხარისხის ამაღლებასა და დახვეწვაში. ვფიქრობ, მისია ნაწილობრივ შესრულებულია და „უეფამ“ მნიშვნელოვანი საფრთხე იგრძნო. ამ მხრივ დიდ გამოხმაურებას და ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ველი.“
„თუ თქვენ არ გამოხვალთ და ამომწურავად არ განმარტავთ რას მოიცავს პროექტი, რა სამართლებრივი საფუძვლები და შეთანხმებები არსებობს, რა სახის ფინანსური რესურსის მოძიებასთნა გაქვთ საქმე, ძალიან რთული იქნება სკეპტიკურად განწყობილი დიდი ჯგუფის დარწმუნება იმაში, რომ მართალი ხართ. ვფიქრობ, მხოლოდ ფლორენტინო პერესის 25 წუთიანი ინტერვიუ ამ თემაში სინათლეს ვერ შეიტანდა.“
„ფაქტი ის არის, რომ მეგაპროექტი დაარსებიდან რამდენიმე დღეში ჩაიშალა. ეს ყველაფერი ფინანსური თვალსაზრისით ძალიან წამგებიანია, მაგრამ ახლა ტოპ კლუბები და მმართველი ორგანოები უნდა დასხდნენ და სამომავლო გეგმები ერთად დასახონ.“
- 22 აპრილი 2021
- 1 433
- 6
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.