პერესი: „რამოსი შვილივით მიყვარს, თუმცა ვერ შევთანხმდით“
მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა, სერხიო რამოსის კონტრაქტთან დაკავშირებულ საკითხეზე ისაუბრა.
„სიმართლე გითხრათ, სერხიოს კონტრაქტთან დაკავშირებით საუბარი აღარ მსურს. ამ ეტაპისათვის შეთანხმებას მივაღწიეთ ლუკა მოდრიჩთან, მაგრამ არა რამოსთან.“
„არა ერთი შეხვედრა გვქონდა ანდალუსიელ ფეხბურთელთან, თუმცა უშედეგოდ ჩაიარა მოლაპარაკებებმა. სერხიო შვილივით მიყვარს, მაგრამ რას ვიზამთ, ამჟამად ასეთი სიტუაციის წინაშე ვდგავართ. დაველოდოთ სეზონის დასასრულს.“
„ფეხბურთელების ხელფასების დაკლება უნდა ვთხოვოთ და შემდეგ ვნახავთ როგორ განვითარდება მოვლენები. გულშემატკივრების სტადიონზე ვერ დასწრების გამო, 80-90 მილიონ ევროს ვკარგავთ.“
- 22 აპრილი 2021
- 2 032
- 5