ფლორენტინო:,,უეფამ შოუ დადგა და არაფრის ახსნა არ გვაცადა"

ფლორენტინო პერესმა მორიგი ინტერვიუ ჩაწერა ევროპის სუპერ ლიგის ირგვლივ შექმნილ აჟიოტაჟთან დაკავშირებით.

„სიმართლე გითხრათ, გაოცებული ვარ, ვინაიდან აქამდე არასდროს მინახავს მსგავსი აგრესია, რაც „უეფასა“ და სხვადასხვა ლიგების პრეზიდენტების მხრიდან წამოვიდა. ეს იყო ორკესტრირებული შეტევა. პირველ რიგში მსგავსი თავდასხმები საფრთხეს უქმნის და კლავს ფეხბურთს.“

„პოსტპანდემიურ ვითარებაში ფეხბურთის გადარჩენის გეგემაზე ვმუშაობთ. მხოლოდ „რეალის“ შემოსავლები 900 მილიონი ევროდან 600 მილიონ ევრომდე შემცირდა. ძალისხმევა არ დავიშურეთ იმისათვის, რომ შეგვექმნა პროექტი, რომელიც ყველას დააკმაყოფილდება. ცხადია, ასეთ გამოხმაურებებს არ მოველოდით.“

„აღნიშნულში ინგლისური კლუბებიც იღებდნენ მონაწილეობას, თუმცა მათ უთხრეს, რომ ისინი ფეხბურთს კლავენ. ყველამ კარგად იცის, რომ ევროპის სუპერ ლიგის გარდა სხვა გამოსავალი არ არსებობს.“

„დამფუძნებელთა შორის 15 კლუბია და ცხადია, ისინი შემთხვევით არ მოხვედრილან ამ რიგებში. ჩვენ ვსაუბრობთ გუნდებზე, რომლებიც პერმანენტულად ხვდებიან ჩ/ლიგის ნახევარფინალებსა და ფინალებში. მათ მილიონობით გულშემატკივარი ჰყავთ მსოფლიოს მასშტაბით.“

„გადაწყვიტეს სუპერ ლიგის დატოვება „უეფას“ მიერ ორგანიზებულ შოუს ფონზე, რამაც მეტად განმაცვიფრა. ნამდვილად არ მინდა პოლემიკაში შევიდე ჩეფერინთან, თუმცა, როგორც ჩანს, მასთან საუბარი მომიწევს. ისეთი სურათი დახატეს, თითქოს ატომური ბომბი ჩამოვაგდეთ. ისინი უბრალოდ ახსნის საშუალებას არ გვაძლევენ, ვინაიდან არ სურთ ცვლილებები.“

„პრობლემა იმაშია, რომ „უეფა“ თავისი საშინელი აგრესიით ყოველდღურ რეჟიმში ცდილობს ჩვენს განადგურებას. შესაძლოა გარკვეულ შეცდომები იქნა დაშვებული, თუმცა მათ იცოდნენ ჩვენი გაზრახვების შესახებ და უბრალოდ გველოდებოდნენ. ისინი ვერ ეგუებიან პრივილეგიების დაკარგვას.“

„6 ინგლისური კლუბიდან იყო ერთ-ერთი, რომელსაც დიდი ინტერესი არ გამოუჩენია და ჩემი აზრით, მან მოახდინა ზეგვალენა დანარჩენებზე. ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ გარკვეულ შიშებზე მათი მხრიდან.“

„„ჩელსის“ ფანების პროტესტი? სულ რაღაც 40 გულშემატკივარი შეიკრიბა სტადიონთან და თუ გინდათ, შემიძლია გითხრათ, ვისი ორგანიზებული იყო ეს ყველაფერი.“

„პრემიერ ლიგაში 6 კლუბი კარგავს ფულს, ხოლო 14 პირიქით. მსგავსი სიტუაციაა პრიმერა დივიზიონშიც. აღარ შეიძლება ასე გაგრძელება.“

„როდესაც ნადალი ეთამაშება ფედერერს, ყველა იჩენს ინტერესს აღნიშნული დაპირისპირების მიმართ, ხოლო როდესაც რაფა ეპაექრება მსოფლიოს მე-80 ჩოგანს, ბუნებრივია, ნაკლები აქტიურობაა. ჩვენ ისინი (ნადალი და ფედერერი) უნდა ვათამაშოთ ყოველ სამშაბათსა და ოთხშაბათს.“

„ფეხბურთის დგას დიდ კლუბებზე და ყოველთვის ასე იყო. რონალდუ და მესი დიდებული არიან არა მხოლოდ „რეალისა“ და „ბარსასთვის,“ არამედ მსოფლიოს ფეხბურთისთვს.“

„დიდმა ბიჭმა დიდი კოსტუმი უნდა ატაროს, ხოლო პატარამ პატარა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ყველამ კომფორტულად იგრძნოს თავი საკუთარ სამოსში.“

„ინგლისში, იტალიასა და ესპანეთში არის თამაშები, რომლებსაც არავინ უყურებს.“

„ვიღაცამ უნდა შექმნას ფორმატი, რომელიც ფულის შოვნის საშუალებას მოგვცემს. თუ არაფერი შეიცვლება, ყველაფერს წერტილი დაესმევა.“

„ევროპის სუპერ ლიგა ოფიციალურად არავის დაუტოვებია. ყველას გაფორმებული აქვს კონტრაქტი და შესაბამისად, თუ ვინმე წასვლას გადაწყვეტს, ჯარიმის გადახდაც მოუწევს.“

„რა თქმა უნდა, მზად ვართ სხვა იდეების განსახილველადაც და შესაძლებელია, ფორმატის შეცვლაც დადგეს დღის წესრიგში. აქ მთავარი ის არის, რომ ჰონორარის გამომუშავება ხდება მაშინ, როდესაც საქმე გვაქვს დიდ თამაშებთან, წინააღმდეგ შემთხვევაში არაფერს აქვს აზრი.“

„„რეალის“ გულშემატკივრები არ არიან სულელები. თუ ჩვენ მათ ვეტყვით, რომ შუა კვირაში „მანჩესტერ იუნაიტედთან“ და მის დარ გუნდებთან მოგვიწევს ასპარეზობა, ძალიან ბედნიერები იქნებიან.“

„„ბარსელონას“ ქომაგებსაც კარგად ვიცნობ. მათი 99 პროცენტი ემხრობა ევროპის სუპერ ლიგის იდეას.“

„არაფერი დასრულება, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას.“


1

22 აპრილი 2021 11:44

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 5 518
„დიდმა ბიჭმა დიდი კოსტუმი უნდა ატაროს, ხოლო პატარამ პატარა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ყველამ კომფორტულად იგრძნოს თავი საკუთარ სამოსში.“მევასები
-----------------------
ზიდანი:ვინც კარიმს აკრიტიკებს ფეხბურთი არ იცის.პირადად ჩემთვის კარიმი მსოფლიოს საუკეთესო ფორვარდია.
აზარი:„ბენზემა არის საუკეთესო ფეხბურთელი, ვისთან ერთადაც ოდესმე მითამაშია. არ მომერიდება და ვიტყვი, რომ ის საუკეთესო „9“-იანია“

2

22 აპრილი 2021 12:08

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
იმენა მაგრად მევასები ბაბუ მგელი ხარ რააა,ყველაზე ძალიან მომეწონა როცა თქვა ჩეფერინთან მომიწრვს საუბარიო დააფარებს დედისას თავზე აგერ ნახეთ

3

22 აპრილი 2021 12:19

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4 902
ჩეფერინს თავი კაცი რომ ჰგონია, მაგის ნაბოზვარი.... ჩელსის გულშემატკივრები იყვნენ ფედერაციის და უეგას მიერ ორგანიზებული გადაცმული ხალხიო:)) პირდაპირ ამბობს ინტერვიუში.
გარდა ამისა, სტატიაში შეცდომაა


პრემიერ ლიგაში 6 კლუბი კარგავს ფულს, ხოლო 14 პირიქით. მსგავსი სიტუაციაა პრიმერა დივიზიონშიც. აღარ შეიძლება ასე გაგრძელება.“

ესე არ უთქვამს. პრემიერ ლიგის მხოლოდ 6 გუნდი კარგავს ფულს, ხოლო სხვები ფულს შოილობენ, ინგლისში ამას ასე ვერ ვიტყვით, თუმცა ესპანეთში ასეა. რეალი, ბარსა და ატლეტიკო კოლოსალურ შემოსავალს კარგავს, როცა მცირე და საშუალო გუნდები ფინანსურ ზარალს არ განიცდიან.
სიტყვასიტყვით ასეა სტატიაში.

4

22 აპრილი 2021 18:17

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
sheve...... cheferins tipma sheachera super liga fuli dauriga xalxs amistvis da tipi ra didi gulzea ukve gadaobs da tipi imena fulis jmotia da mere pereze ambobs puls ijibavso da cheferins xelpasi ramdeni aqvs ar ician da jer ramdeni fuli shedit uefas da vinc moigebs uchl 12 milioni gaiovetos tra... jer televiziebidan shemodis fuli uefas milionobit da miliardobit da vinc moigebda uchl 12 m kide ertxel gaiketos trak... da bolos chem fexebs uzamda uefa am gundebs ro superliga sheqmnat jer gran ver moovetvdnen ro fuli ar sheuvidodat da xalxi ajanydeboda da axla ro amboben 100m vinc moigebs uchl 100m ki ar unda iyos aramed 300-400m rodesac miliardebi shemodit

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)