სიტის ხელმძღვანელობა გაგოში 14 მილიონზე მეტს არ გადაიხდის
როგორც მოგეხსენებათ მანჩესტერ სიტის ხელმძღვანელობა დაინტერესებულია, სამეფო კლუბის არგენტინელი ნახევარმცველის, ფერნანდო გაგოს შეძენით. ინგლისელთა მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი, ფერნანდოს პატივს სცემს და ფიქრობს, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი "ლურჯებს" ძალიან გამოადგებათ.
მანჩესტერელთა ხელმძღვანელობა მადრიდელებს უკვე რამდენჯერმე გაესაუბრა ახალგაზრდა ფეხბურთელის თაობაზე. იყო რამდენიმე წინადადება, რომელიც ესპანურ მხარეს უნდა განეხილა, საბოლოო შედეგამდე ეს მოლაპარაკებები ვერ მივიდა, მაგრამ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ინგლისელები მეტი შეთავაზების გაკეთებას აღარ აპირებენ, მათი საბოლოო წინადადება არის 14 მილიონი ევრო. მეტს ისინი გაგოს სანაცვლოდ არ გადაიხდიან, ამის შემდეგ კი ყველაფერი ხორხე ვალდანოსა და ფლორენტინო პერესზე იქნება დამოკიდებული. ეს ადამიანები ელოდებიან ჟოზე მოურინიოს გადაწყვეტილებას, რომელსაც სულ მალე გაიგებენ. პორტუგალიელ სპეციალისტს ფერნანდოსთან დაკავშირებით ჯერჯერობით არანაირი განცხადება არ გაუკეთებია.
- 15 ივნისი 2010
- 1 843
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.