სუპერლიგა 72 საათში გარდაიცვალა!
სულ რაღაც 72 საათი გახდა საჭირო იმისათვის, რომ ევროპული ფეხბურთის ყველაზე მასშტაბური პროექტი დასაწყისშივე ჩავარდნილიყო და შეთანხმებულ გუნდებს პოზიცია შეეცვალათ.
„სუპერლიგა 72 საათში გარდაიცვალა“-სწორედ ასეთი ფრაზებით ასათაურებენ საფეხბურთო გამოცემები ანალიტიკურ სტატიებს და ამასთანავე დასძენენ, რომ ამ პროექტის ჩავარდნით ყველაზე მეტად მადრიდის „რეალი“ დაზარალდა, რომელიც პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი ახალი ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი გახლდათ.
ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, „რეალის“ ხელმძღვანელობას აწ უკვე ყოფილ პარტნიორებთან ურთიერთობა ძალიან დაეძაბა და წინ კიდევ ბევრი გაუგებრობაა.
ჯერ კიდევ კითხვისნიშნისქვეშ არის სამეფო კლუბის ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობის საკითხი.
- 21 აპრილი 2021
- 1 261
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.