სუპერლიგაში დარჩენილი კლუბები დანებებას არ აპირებენ!
გავრცელებული ინფორმაციით, სუპერლიგის პროექტში დარჩენილი კლუბები დანებებას არ აპირებენ და ტურნირის დაწყებას მაინც გეგმავენ. აღსანიშნავია, რომ ინიციატორი კლუბები მოლაპარაკებების დაწყებას სხვა კლუბებთან აპირებენ.
მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტი მთელი დღის განმავლობაში მართავს სამუშაო შეხვედრებს და ცდილობს დაამტკიცოს, რომ პროექტს, რომლის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი სწორედ ის გახლავთ, საფრთხე არ ემუქრება.
დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას, დღის მანძილზე დამატებით სიახლეებს შევიტყობთ.
- 21 აპრილი 2021
- 808
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.