ინფანტინო:„სუპერლიგის კლუბებმა თავიანთი პასუხისმგებლობა უნდა გაიაზრონ“
„ფიფას“ პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ ევროპის სუპერლიგის წევრი გუნდების ხელმძღვანელიბისთვის მიმართვა გაავრცელა...
„სუპერლიგის კლუბებმა საკუთარი პასუხისმგებლობა უნდა გაითავისონ და სიტუაცია გააანალიზონ. სასწორზე ძალიან ბევრი რამ დევს. საფეხბურთო ისტორია საერთო კონსოლიდაციასა და ტრადიციების დაცვაზე იყო ორიენტირებული, ახლა კი ჩვენ ვხედავთ ვიწრო ჯგუფები მისწრაფებას ფინანსური კეთილდღეობისკენ.“
„ფეხბურთის ასწლოვანი ისტორია არავის აძლევს იმის უფლებას, რომ სპორტის ნომერ პირველ სახეობაში ქაოსი შექმნას.“
„ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვცეთ პატივი მილიარდობით ადამიანს, რომელსაც ფეხბურთი უყვარს. ყველას მოვუწოდებ დაფიქსირებისკენ.“
- 21 აპრილი 2021
- 882
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.