სუპერლიგის წევრი გუნდების ხელმძღვანელები საგანგებო ონლაინ შეხვედრას გამართავენ
გავრცელებული ინფორმაციით, ევროპის სუპერლიგის წევრი გუნდების ხელმძღვანელებმა საგანგებო შეხვედრა ჩანიშნეს, რომელიც ონლაინ რეჟიმში გაიმართება.
შეხვედრის უმთავრესი თემა რაღა თქმა უნდა ევროპის სუპერლიგა და ამ ტურნირის ირგვლივ განვითარეული მოვლენების განხილვა იქნება. მხარეები საკუთარი პოზიციების შეჯერებას და სამომავლო გეგმების დასახვას გეგმავენ, რომელსაც მომდევნო დღეებში განახორციელებენ და ამცნობენ საზოგადოებას.
ამ ყველაფრის პარარელურად „უეფას“ და „ფიფას“ მხრიდან არნახული წნეხი მოდის, რომელთა ხელმძღვნაელობაც ყველა კლუბს მოუწოდებს გადაწყვეტილების შეცვლისკენ.
- 21 აპრილი 2021
- 916
- 6
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.