The Independent - პერესი ზეწოლას ვეღარ გაუძლებს და გადადგომა მოუწევს!
The Independent-ის ცნობით, ფლორენტინო პერესის ირგვლივ დაძაბულობა პიკს აღწევს. მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტი დღეს მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ადამიანია და უდიდესი ინტერესის არეალშია მოქცეული.
ზემოაღნიშნულ გამოცემაზე დაყრდნობით, პერესს გადადგომისკენ მოუწოდებენ და არ არის გამორიცხული, მალე ოფიციალური განცხადება ვიხილოთ, რომელიც ფლორენტინო პერეს როდრიგესის გადადგომის შესახებ იქნება გავრცელებული.
თუ პერესი თანამდებობას დატოვებს, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ევროპის სუპერლიგის პროექტი ჩავარდნილად გამოცხადდება.
The Independent-ის ცნობით, უარყოფითი პოზიციის მქონე ადამიანთა რიცხვი იმდენად აღემატება სუპერლიგის მომხრე ადამიანების ჯგუფს, რომ ამ პროექტის განხორციელება ფაქტობრივად გამორიცხულია.
- 21 აპრილი 2021
- 1 797
- 19
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.