„ფიფა“ და „უეფა“ სუპერლიგის დამაარსებლებს დროს აძლევს!
„ფიფასა“ და „უეფას“ ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ევროპის სუპერლიგის პროექტის წევრ გუნდებს გარკვეული დრო განესაზღვრებათ იმისათვის, რომ გადაწყვეტილება შეცვალონ და ფეხბურთი ძველ კალაპოტს დაუბრუნონ.
ბოლო 48 საათის განმავლობაში სრულიად საფეხბურთო სამყარო ორად არის გაყოფილი, ზოგიერთი ახალ პროექტს მხარს უჭერს, ზოგიერთი კი სუპერლიგის შექმნის წინააღმდეგია. ევროპის არაერთ ქალაქში უკვე დაიწყო საპროტსტო აქციები.
სუპერლიგის შექმნის იდეას მსოფლიოს არაერთი ლეგენდარული ფეხბურთელის აღშფოთება მოჰყვა, თუმცა მომხრეებიც მრავლად არიან.
ფაქტია, რომ მსგავსი სახის ქაოსი დიდხანს არ უნდა გაგრძელდეს და მხარეები გარკვეულ კონსესუსამდე უნდა მივიდნენ. სწორედ აქედან გამომდინარე, „ფიფა“ და „უეფა“ აღნიშნულ კლუბებს პოზიციის შეცვლისთვის დროს აძლევს და იმედოვნებს, რომ ვითარება უმოკლეს დროში დასტაბილურდება.
- 20 აპრილი 2021
- 907
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.