ევროპის სუპერლიგის პროექტი ჩაიშალა? ტოპ კლუბებმა პოზიცია შეცვალეს!
ევროპის სუპერლიგის პროექტი ძალიან ამბიციური სჩანს, მაგრამ ვითარება ყოველწუთიერად იცვლება და ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ტურნირი ჩაშლის პირასაა.
მადრიდის „ატლეტიკომ“, მანჩესტერ „სიტიმ“ და „ჩელსიმ“ უკვე დაიწყეს შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და ძალიან მაღალი ალბათობით ისინი სუპერლიგაში მონაწილეობის მიღებაზე უარს იტყვიან. ამ ყველაფერს თან ერთვის უდიდესი წნეხი, რომელიც მოდის, როგორც „უეფადან“ და „ფიფადან“, ასევე გულშემატკივართა უდიდესი არმიიდან.
ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ზემოაღნიშნულ კლუბებს შესაძლოა „ლივერპულიც“ შეუერთდეს, რომლის მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი ღია პროტესტს უცხადებს ხელმძღვანელობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
ჯერ-ჯერობით უცნობია „ბარსელონას“ პოზიცია, რომლის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ გადაწყვეტილებას მოვლენებზე დაკვირვების შემდეგ მიიღებს და თუ კლუბების უმრავლესობა პოზიციას შეცვლის, არ არის გამორიცხული მათ რიგებში კატალონიური კლუბიც ვიხილოთ.
- 20 აპრილი 2021
- 1 287
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.