„ჩელსი“ სუპერლიგიდან გასასვლელ დოკუმენტაციას ამზადებს
ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, სუპერლიგის 12 გუნდიანი შემადგენლობა სავარაუდოდ მალე შემცირდება 11-მდე, ვინაიდან ლონდონის „ჩელსიმ“ საჭირო დოკუმენტაციის მზადება დაიწყო.
ლონდონში, „არისტოკრატების“ სტადიონის ირგვლივ მასობრივი გამოსვლა მოეწყო, სადაც ქომაგები კლუბის ხელმძღვანელობას გადაწყვეტილების შეცვლისკენ მოუწოდებდნენ. ასევე ძალიან უწმაწური და საშინელი სიტყვები ისმოდა მადრიდის „რეალის“ და პრეზიდენტი პერესის მიმართ.
როგორც სჩანს, ყველაზე დიდ წნეხს სწორედ სამეფო კლუბის ხელმძღვანელობა მიიღებს, ვინაიდან სუპერლიგის პრეზიდენტი სწორედ ფლორენტინო პერესი გახლავთ.
სავარაუდოდ მომდევნო 48 საათში გახდება ცნობილი, მიიღებს თუ არა მონაწილეობას სუპერლიგაში ლონდონური კლუბი.
- 20 აპრილი 2021
- 897
- 13
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.