ხავიერ ტებასი:„ფლორენტინო პერესის ნაბიჯები ლოგიკას მოკლებულია“
ლა ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა განაცხადა, რომ ფლორენტინო პერესის ნაბიჯები ლოგიკას მოკლებულია და ამ ყველაფერს წერტილი მალევე უნდა დაესვას.
„ფლორენტინო პერესის გამოსვლების მოსმენა იძულებულს მხდის ვიფიქრო, რომ ის აბსოლუტურად გზააბნეულია და თვითონაც არ სჯერა, რასაც საუბრობს.“
„სუპერლიგის შექმნა ფეხბურთს მოკლავს, ის კი გამოდის და პირიქით საუბრობს.“
„არსებობს არაერთი არგუმენტი, რითიც შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ აღნიშნული ლიგის შექმნა არათანაბარ პირობებს უწყობს ხელს და საშუალო დონის გუნდებს განვითარების საშუალებას არ აძლევს.“
- 20 აპრილი 2021
- 604
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.