პერესი: „ამისთვის შევქმენით ევროპის სუპერ ლიგა“
მადრიდის „რეალისა“ და ევროპის სუპერ ლიგის პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა, ახალ ტურნირთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვებს უპასუხა.
„„უეფამ“ ჩემპიონთა ლიგის ახალ ფორმატზე იმუშავა, რაც ჩემთვის გაუგებარია. ეს პროექტი ვერაფერს გააკეთებს ფეხბურთის გადასარჩენად.“
„როდესაც ვამბობ, რომ ჩვენი მიზანია სპორტის ამ სახეობის გაუმჯობესება, ვგულისხმობ ყველას და ყველაფერს. ჩვენი ხედვით შემდეგი 20 წელი იქნება სტაბილური და მშვიდი. სიტუაცია არის საკმაოდ დრამატული. მჯერა, რომ აღნიშნული ფორმატი ისევე საჭიროა ფეხბურთისთვის, როგორც 50-იან წლებში ევროპის თასი.“
„ინგლისის, იტალიისა და ესპანეთის დიდმა კლუბებმა ვიპოვეთ გამოსავალი ამ საშინელი სიტუაციიდან, რომელშიც ახლა ბიმყოფებით. ევროპის ფეხბურთის ასოციაციამ განაცხადა, რომ მათ იზარალეს 5 მილიარდი ევრო, ხოლო უშუალოდ „რეალმა“ ბოლო 2 სეზონის განმავლობაში დაკარგა 400 მილიონი ევრო.“
„როდესაც დივიდენდებს იღებ მხოლოდ სატელევიზიო უფლებების გაყიდვით, ისღა დაგრჩენია, რომ გაცილებით სანახაობრივი მატჩების გამართვას ჩაუყარო საფუძველი, რომლებიც გულშემატკივრების მხრიდან დიდ მოწონებას დაიმსახურებს. ევროპის სუპერ ლიგა ჩაანაცვლებს ჩემპიონთა ლიგას და გუნდები დაიბრუნებენ დაკარგულს.“
„ვეცდებით, რომ სეზონი რაც შეიძლება სწრაფად დავიწყოთ. ჩვენ გავმართავთ მოლაპარაკებებს „უეფასთან“ და „ფიფასთან.“ მათი რეაქცია არაადევაკვატურია.“
„თუ არაფერი შეიცვალა, ნელ-ნელა ფეხბურთი კარგავს ინტერესს. 16-24 წლის ახალგაზრდები აღარ უცქერენ და ამის მიზეზია ის, რომ უხარისხო მატჩები ჭარბობს.“
„რა შედარებაა, როდესაც „მანჩესტერი“ და „ბარსელონა“ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს და არა „მანჩესტერი“ და რომელიმე სუსტი გუნდი. ეს იქნება კარგი საშუალება, რომ გრანდებმა მაღალი შემოსავლები მიიღონ, თუმცა სხვები არანაირად არ დაიჩაგრებიან.“
„ფეხბურთელები მშვიდად იყვნენ, არანაირი ბანი არ იქნება „უეფასა“ და „ფიფას“ მხრიდან. აღნიშნულ ორგანიზაციებს სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნიათ. არც კლუბებს ემუქრებათ მიმდინარე გათამაშებებიდან მოკვეთა.“
„დაბრუნდება თუ არა რონალდუ „რეალში“? ამაზე ცალსახა პასუხი მაქვს, არა. პორტუგალიელმა ფეხბურთელმა მადრიდული ერა ამოწურა.“
„რამოსთან ახლა დალაგებული სიტუაცია არ არის, მან ხელფასის შემცირებაზე მხოლოდ შარშან თქვა თანხმობა. არ ვიცი, როგორ განვითარდება მოვლენები, თუმცა ვფიქრობ, რომ მან უნდა გაახანგრძლივოს.“
„მადრიდის „რეალი“ ვინისიუს ჟუნიორის გაყიდვას არ აპირებს, რადგან ბრაზილიელში ძალიან დიდ პერსპექტივას ხედავს.“
„მბაპე? „რეალს“ სჭირდება ცვლილებები, ჩვენ ვაშენებთ ახალ გუნდს და ნებისმიერი კარგი ფეხბურთელის დამატების პერსპექტივას განვიხილავთ. ამ ეტაპზე კილიანთან კომუნიკაცია არ მქონია. ვნახოთ, რა მოხდება მომავალში.“
„ზიდანი ისტორიის ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია, ფრანგი უდიდეს პატივისცემას იმსახურებს, რადგან ეპოქა შექმნა.“
„ჟოზე მოურინიომ მადრიდში 3 წელი დაჰყო და არნახულ პროგრესს მიაღწია, პორტუგალიელის მმართველობის პირობებში ძალიან დიდ შედეგებს მივაღწიეთ და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშიც 3-ჯერ გავედით.“
„სუპერლიგის პრეზიდენტად მხოლოდ იმიყომ ამირჩიეს, რომ დიდ გამოცდილებას ვფლობ. სხვა მიზეზები არ არსებობს. რაც შეეხება „უეფას“ მენეჯმენტს, ამ ორგანიზაციაში ბევრი რამ არ არის გამჭვირვალე, რაც საზოგადოების დიდ ინტერესს იწვევს.“
„ამ ტურნირს სულ ტყუილად უწოდებენ დახურულს, ეს იქნება ჩემპიონატი, რომელში მონაწილეობის უფლება ბევრ გუნდს ექნება და მათ კეთილდღეობაზე იმოქმედებს.“
„„ელ კლასიკო“ ქომაგებისთვის დიდი ფუფუნებაა, რომელსაც მილიონობით ადამიანი ადევნებს თვალს და დიდ სიამოვნებს იღებს. დიდი იმედი მაქვს, რომ მესი „ბარსელონას“ არ დატოვებს.“
„ლაპორტასთან ინტესიური კომუნიკაცია მქონდა, მან გაითავისა ის ეკონომიკური პრობლემები, რაც მის გუნდს და არამხოლოდ მის გუნდს აქვს. სუპერლიგა ნებისმიერი გუნდისთვის მომგებიანი იქნება.“
„„უეფა“ კარგი იმიჯით არ სარგებლობს. ეს ორგანიზაცია გამჭირვალე არ არის. მათ წარადგინეს ჩ/ლიგის ახალი ფორმატი, რომელშიც ბევრი გაუგებრობაა და თან ამბობენ, რომ 2024 წლიდან შევა ძალაში. მომდევნო 3-4 წლის განმავლობაში თუ არაფერი შეიცვალა, ფეხბურთი მოკვდება, ხოლო კლუბები დაკარგავენ კოლოსალურ შემოსავლებს.“
„„ვარ“-ი და მსაჯობა გაუმჯობესებული სახით იარსებებს ახალ ტურნრიზე. ამასთანავე, ჩვენ დავნერგავთ ფინანსურ „ფეარ პლეის“ და სტაბილურობას. მსაჯები მხოლოდ პროფესიონალური კრიტერიუმებით შეირჩევიან.“
„„უეფას“ პრეზიდენტი თავს დაესხა „იუვენტუსის“ მფლობელს, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს, თუ როგორი არაჯანსაღი მდგომარეობაა ამ ორგანიზაციაში. ჩვენ გვინდა გამჭირვალობა და უკეთესობისკენ სწრაფვა.“
MARCA
- 20 აპრილი 2021
- 7 392
- 21
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.