კურტუა: „ტიტულისთვის ბრძოლა საკმაოდ რთულია“

ის, რომ „ხეტაფესთან“ სამეფო კლუბმა კარის მშრალად შენახვა მოახერხა, ტიბო კურტუას დიდი დამსახურება მიუძღვის. ბელგიელმა გოლკიპერმა განვლილი შეხვედრა ჟურნალისტებთან შეაფასა.

„სიმართლე გითხრათ, 1 ქულის მოპოვებით ცოტათი იმედგაცრუებულნი ვართ, ვინაინად გამარჯვების მოპოვება გვსურდა. საწყის 45 წუთში ბურთის კონტროლთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები გვქონდა, რაც შესვენების შემდეგ გამოვასწორეთ, თუმცა მაინც ვერ მოვახერხეთ მეტოქის დამწუხრება. გამომდინარე იქედან, რომ მოედანი სველი იყო, ამან უფრო გაართულა ყველაფერი. მეორე ტაიმში რამდენიმე სეივის განხორციელება მომიხდა. ჩვენ მშრალად შევინახეთ კარი და ეს პოზიტიური მოვლენაა. პრიმერა დივიზიონის ტიტულისათვის ბრძოლა არ არის ადვილი.“

„განვლილ შეხვედრაში ახალგაზრდა მოთამაშეების დახმარება დაგვჭირდა. ბლანკო და არიბასი, რომლებმაც წინა დღით „კასტილიას“ რიგებში იასპარეზეს, კარგად გაისარჯნენ „ხეტაფეს“ წინააღმდეგაც. იგივეს თქმა შეიძლება ჩუსტიზეც, მან ნაყოფიერი წარმოდგენა შემოგვთავაზა. კარგი მოვლენაა, როდესაც აკადემიის მოთამაშეები ჩნდებიან პირველ გუნდში.“

„მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი გვყავს, ახლა ამის განხილვის დრო არ არის. ჩვენ ვართ მადრიდის „რეალი“ და უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე.“

RealMadrid.Com


1

19 აპრილი 2021 11:25

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
რომელი ტიტულისთვის? მოგკვეთენ უკვე ლა ლიგიდანაც და ლიგიდანაც,იქ პსჟ ა ჩემპიონი აქ სევილია
რაც შეეხება ახალ ტურნირს,ყველაზე მეტად გამისწორდა და მივესალმები,ხო უტირა დედა პერესმა მაინც ამ ფულის მჭამელ ღორებს,ტიპები 12 მილიონს ურიცხავდნენ ლიგიდ გამარჯვებულს,ამხელა ტურნირს რო მოიგებენ და ამდენი შემოსავალი რო აქვს ამ ტურნირს გამარჯვებული 12 მილიონს უნდა იღებდნენ? ჰოდა დაასამარა და დედა უტირა
ჩათვალეთ უეფა და ფიფა აღარ არსებობს,თუ იარსებებენ აზრს დაკარგავენ,რაც შეეხება ლა ლიგას და მსოფლიო ჩემპიონატს ასევე ევროპის ჩემპიონატს თუნდაც კოპა ამერიკას,ვინმეს გონია რო ამ ტურნირებს ამ დიდი გუნდების მფლობელები ვერ გაუკეთებენ ორგანიზებას? ახალ მუნდიალს ვიხილავთ,ახალ ევროპას და ახალ კოპას,მოკლედ ყველანაირად მივესალმები,აი პერესს რაც შეეხება ისტორიაში უნდა შევიდეს ფეხბურთის,ტიპმა ეს გაღორებული მექრთამეები დაასამარა,მადლობა ამისთვის ამ კაცს,დღეიდან ნამდვილ ფეხბურთს ვიხილავთ❤️

ისე კი ლაპორტა რამ გამოასლევა

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)