მარსელო: „დარჩენილ მატჩებში ყველაფერს გავიღებთ“
მარსელომ „ხეტაფესთან“ უგოლოდ ჩატარებული მატჩი შეაფასა.
„საკმაოდ რთული დაპირისპირება გამოდგა. ვერ ვიტყვი, რომ ჩვენ 2 ქულა დავკარგეთ, პირიქით, 1 მოვიპოვეთ. მატჩის მსვლელობისას ბურთს ვფლობდით და შანებიც გვქონდა.“
„ვფიქრობ, დასვენების დრო არ არის. წარმატებისთვის ყველაფერი უნდა გავიღოთ. ასეთია ფეხბურთი.“
„ჩვენს ოპონენტებსაც მნიშვნელოვანი შეხვედრების გამართვა მოუწევთ. ჯერ არაფერი დასრულებულა, მაშასადამე, დარჩენილ თამაშებში საუკეთესოდ გვმართებს თავის წარმოჩენა. „რეალი“ ყოველთვის გამარჯვებისთვის ასარეზობს.“
„არ ვფიქრობ, რომ შემადგენლობაში მეორეხარისხოვანი ფეხბურთელის როლი მაქვს. მიუხედავად სათამაშო წუთების რაოდენობისა, ყოველთვის ვცდილობ წარმატებიით შევასრულო ჩემი საქმე. მე ამ გუნდის ერთ-ერთი კაპიტანი ვარ. ვმუშაობ თავდაუზოაგავდ და ამასთანავე, ვცდილობ, ახალგაზრდა მოთამაშეებს გარკვეული ცოდნა მივცე.“
RealMadrid.Com
- 19 აპრილი 2021
- 691
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.