ზიდანი: „არაფერი დასრულებულა“
სამეფო კლუბის დამრიგებელმა ზინედინ ზიდანმა, „ხეტაფესთან“ ნამატჩევს კომენტარი გააკეთა.
„მინდა მივულოცო ფეხბურთელებს, ვინაიდან ადვილი მატჩი არ ყოფილა. დაცვით ხაზში საკმაოდ მაღალ დონეზე ვიასპარეზეთ, რასაც ვერ ვიტყვი შეტევაზე. საჭიროა ტემპის შენარჩუნება, წინ კიდევ არა ერთი შეხვედრა გვაქვს ჩასატარებელი.“
„მოწინააღმდეგემ ნაყოფიერად ითამაშა, რამაც სირთულეები შეგვიქმნა. ისინი ბოლო წუთამდე უშეღავათოდ იბრძოდნენ. ჩვენა მორიგი ქულა მოვიპოვოთ და უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა.“
„მსაჯობაზე კომენტარს არ გავაკეთებ. გადაწყვეტილებას არბიტრები იღებენ და მათ ჩათვალეს, რომ თამაშგარე მდგომარეობა იყო. ის, რაც არბიტრმა გააკეთა, მისი პოზიციაა და პატივისცემას იმსახურებს.“
„რა თქმა უნდა, „რეალი“ არფრის დათმობას არ აპირებს. სეზონის დასრულებამდე ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სასურველი შედეგი დავდოთ. შემადგენლობაში ამაღლებული სულისკვეთებაა. ახლა კარგად უნდა დავისვენოთ. რაც შეეხება ტრავმიანობას და დანაკლისს, ჩვენ არ ვართ ერთადერთი გუნდი, რომელსაც მსგავსი პრობლემები აწუხებს.“
„კმაყოფილი ვარ ახალგაზრდა მოთამაშეების გარჯით. ჩუსტიმ საკმაოდ კარგი წარმოდგენა შემოგვთავაზა, რაც მთავარია, მან ხასიათი გამოავლინა. ბლანკოს პირველად მიეცა თამაშის საშუალება. შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე მენდი და ვალვერდე გამოგვაკლდნენ, შესაბამისად, იძულებული ვიყავით კასტილიისთვის მიგვემართა დახმარებისთვის.“
RealMadrid.Com
- 19 აპრილი 2021
- 4 685
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.