სუპერლიგის შექმნის შესახებ მნიშვნელოვანი სიახლეებია!
პრესტიჟული სპორტული გამოცემები იუწყებიან, რომ ევროპული გრანდები სულ მალე გააკეთებენ განცხადებას ახალი ლიგის შექმნის შესახებ, რომელმაც პოპულარობით ჩემპიონთა ლიგასაც კი უნდა აჯობოს.
სუპერლიგის შექმნის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი მადრიდის „რეალია“, რომელსაც მხარს არაერთი დიდი გრანდი უჭერს, როგორც იტალიიდან, ასევე ინგლისიდან. ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, სუპერლიგის პროექტს თავიდანვე უარი უთხრა „პსჟ“-მ, რომლის მმართველო ნასერ ალ ჰელაიფი მიიჩნევს, რომ „უეფას“ პატივისცემა აუცილებელია და სჯობს, რომ საუკეთესო ტურნირი ჩემპიონთა ლიგა იყოს.
უარზე მიუნხენის „ბაიერნიც“, რომელიც მიიჩნევს, რომ სუპერლიგის შექმნა მხოლოდ ფინანსური სარგებელის გაზრდაზეა მორგებული და საერთოდ არ ითვალისწინებს იმ რეგულაციებს, რომლითაც „უეფა“ ძალთა დაბალანსებას და კლუბებს შორის სხვაობების შემცირებას ემსახურება.
ჯერ-ჯერობით ასევე უცნობია კატალონიის „ბარსელონას“ ახალი პრეზიდენტის, ჟოან ლაპორტას პოზიციაც, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ექს პრეზიდენტი ბართომეუ ამ პროექტს მხარს უჭერდა.
- 18 აპრილი 2021
- 743
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.