სერხიო რამოსის 4 ნომერს „რეალში“ დავიდ ალაბა მიიღებს?
ესპანური გამოცემების ცნობით, სერხიო რამოსსა და სამეფო კლუბის პრეზიდენტს შორის ურთიერთობა ვერაფრით დალაგდა, ვინაიდან არცერთი მხარე კომპრომისზე არ მიდის. დღეების გასვლასთან ერთად სერხიოს კონტრაქტიც იწურება...
ესპანური გამოცემები მიუთითებენ, რომ თუ რამოსი გუნდს დატოვებს, მის 4 ნომრიან მაისურს დავიდ ალაბა ჩაიბარებს, რომლის შეთანხმებაც 99%-ით დახურულია და ამის შესახე ოფიციალური განცხადების გაკეთება ივნისის დასაწყისში იგეგმება.
თავის მხრივ, „ბლანკოსის“ ხელმძღვანელობა სერხიო რამოსთან შეხვედრას მაისში კიდევ ერთხელ აპირებს, რაც ალბათ გადამწყვეტი უნდა გამოდგეს.
- 17 აპრილი 2021
- 3 634
- 41