ზიდანი;„აზარი მოედანზე დასაბრუნებლად მზად არ არის“
ზინედინ ზიდანმა „ხეტაფესთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.
„მადრიდის „რეალი“ ორივე ტურნირზე კარგად გამოიყურება და შანსებს ინარჩუნებს. მე ვთვლი, რომ ბრძოლის გაგრძელება შეგვიძლია. ამ ეტაპზე არც ისე კარგ მდგომარეობაში ვიმყოფებით, ვინაიდან შემადგენლობის მხრივ დიდი პრობლემები გვაქვს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი კარგად იქნება.“
„ჩვენ ვიცით, როგორ უნდა მოვიგოთ კონკრეტული მატჩები. ბედნიერი ვარ, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებთან ერთად ვიმყოფები, რომელთა შემართებაც დასაფასებელია.“
„მიხარია, რომ ფლორენტინო პერესი მომდევნო წლებშიც შეინარჩუნებს „რეალის“ პრეზიდენტის სტატუსს. მე ნამდვილად არ მქონია ხელმძღვანელობასთან საუბარი, რომელიც ახალ კონტრაქტს უკავშირდება. ამაზე ახლა არ ვფიქრობ, ვინაიდან ნებისმიერმა შეიძლება გააფორმოს 3 და 4 წლიანი კონტრაქტი, თუმცა 1 დღეში დაკარგოს თანამდებობა. მთავარი მხოლოდ შედეგებია. სამეფო კლუბთან ჯერ კიდევ მაკავშირებს მოქმედი ხელშეკრულება.“
„მილიტაოს პროგრესი აშკარად აღსანიშნავია. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ძალიან მაღალი კლასი აჩვენა და ვთვლი, რომ სწორედ იმ მომენტში დაუდგა გუნდს გვერდზე, როდესაც ყველაზე მეტად იყო საჭირო.“
„რაც „რეალის“ მწვრთნელი ვარ, შემადგენლობის მხრივ ამხელა პრობლემა არასდროს მქონია. ფაქტობრივად ნახევარი გუნდი ლაზარეთშია და ფორს-მაჟორულ სიტუაციაში გვიწევს ასპარეზობა.“
„კრიზისის არ მეშინია და მომავალს ოპტიმისტური თვალით ვუყურებ. ჩემი აზრით, „ხეტაფესთან“ ფიზიკური თვალსაზრისით დიდი რესურსის გაღება მოგვიწევს და მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ.“
„აზარი კარგ გზას ადგას, მაგრამ „ხეტაფესთან“ მატჩში მონაწილეობას არ მიიღებს, ვინაიდან მე სრული გარანტია მჭირდება.“
„ნამდვილად არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომელიც ფრანგი მწვრთნელების დაბალ დონეზე მიუთითებს. არაერთ კარგ სპეციალისტს ვიცნობ.“
„დანი კარვახალი თავს უკეთესად გრძნობს, ის მოედანს ძალიან საჭირო მომენტში დაუბრუნდება, თუმცა არა ახლა.“
„ვინც ამბობს, რომ იღბლიანი მწვრთნელი ვარ, მე მათ ვეთანხმები, რადგან მსოფლიოს საუკეთესო კლუბს ვუდგავარ სათავეში. ბევრი კარგი მომენტი მახსოვს. აქ ყველაზე მთავარი ფიგურები ფეხბურთელები არიან და ისინი ჩემს პატივისცემას იმსახურებენ.“
- 17 აპრილი 2021
- 3 393
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.