ეს სასაცილოა - რის გამო დაიწუნა „მანჩესტერმა“ ისკო?
კარიერის განმავობაში ისკო ალარკონი არა ერთხელ დააკავშირეს „მანჩესტერ იუნაიტედთან.“
2013 წელს, ჯერ კიდევ როდესაც ესპანელი ნახევარმცველი „მალაგას“ ღირსებას იცავდა, „წითელი ეშმაკები“ სერიოზულ ინტერესს გამოხატავდნენ მის მიმართ. მხარეები ახლოს იყვნენ კონტრაქტის გაფორმებასთანაც, თუმცა ბოლო მომენტში ინგლისელებმა გადაიფიქრეს. ESPN-ის ცნობით, მანჩესტერულმა გუნდმა აღნიშნულის მიზეზად დაასახელეს ის, რომ ფეხბურთელს საკუთარ სხეულთან შედარებით საკმაოდ დიდი თავი ჰქონდა.
საინტერესოა, ახლა რას ფიქრობენ „მანჩესტერ იუნაიტედში?!“
- 16 აპრილი 2021
- 2 052
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.