პირველი ვარჯიში „ხეტაფესთან“ მატჩამდე

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის საგზურის მოპოვების შემდეგ, სამეფო კლუბის ფეხბურთელები კვლავ პრიმერა დივიზიონზე გადაერთვნენ.

ზინედინ ზიდანმა ფეხბურთელები „ვალდებებასზე“ შეკრიბა, სადაც კვირას გასამართი მატჩისთვის დაიწყეს მზადება.

დღევანდელი სესია, ტრადიციულად, გახურებით დაიწყო. ფეხბურთელებმა გარკვეული დავალებები შეასრულეს ბურთით და მის გარეშე. ამასთანავე, მწვრთნელების მხრიდან აქცენტი გაკეთდა პრესინგის სავარჯიშოებზე, რის შემდეგაც „ლივერპულთან“ სასტარტო შემადგენლობაში მოასპარეზე ფეხბურთელებმა სატრენაჟორო დარბაზში გადაინაცვლეს, ხოლო გუნდის სხვა წევრებმა სრული დატვირთვი იმუშავეს, გარდა კარვახალისა, რომელიც კვლავ განცალკევებით ირჯებოდა.

კორონავირუსის გამო, განვლილი ვარჯიშის გამოტოვება მოუხდათ ვარანსა და რამოსს.

შეგახსენებთ, რომ „ხეტაფესა“ და „რეალის“ დაპირისპირება გაიმართება კვირას (თბ. დროით 23 საათზე).

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)